"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაფხულში დავიდ დე ხეას კონტრაქტში შეტანილ პუნქტს აამოქმედებს და შეთანხმებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.
26 წლის ესპანელ მეკარეს - მადრიდის "რეალის" დიდი ხნის სამიზნეს - მოქმედი კონტრაქტით "იუნაიტედთან" 2 წელი აკავშირებს.
თუმცა, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები დე ხეას 2020 წლამდე გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს და მას ხელფასსაც გაუზრდიან.
როგორც მოსალოდნელია, დე ხეას ამჟამინდელი ხელფასი - 180 ათასი ფუნტი - 200 ათას ფუნტამდე გაიზრდება და ესპანელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღარებადი ფეხბურთელი გახდება.
კლუბთან დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: "კლუბი თავისი უფლების ამოქმედებას აპირებს და ამ ზაფხულს დავიდის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მას ხელფასსაც მოუმატებენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.
არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ მის ირგვლივ კლუბები ტრიალებენ".