თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2097,
კომენტარები: 8
პოგბას, ანრისა და იბრას იუმორნარევი დიალოგი
ფრანგები და შვედი ერთმანეთს ეხუმრებიან.
პოგბას, ანრისა და იბრას იუმორნარევი დიალოგი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულთან" ხვალ ჩამორჩენის შემცირებას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატანმა "იუნაიტედის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, როგორც მოსალოდნელია, კვირას თამაშს შეძლებს და პრემიერ ლიგაში გატანილ თავისი გოლისთვის დამატებას ეცდება.

თუმცა, შვედს უკვე მიაჩნია, რომ მან ინგლისის დაპყრობა მოასწრო და ახლა მხოლოდ ტიტულების მოგება სურს.

თავდაჯერებულ და ამაყ იბრაჰიმოვიჩს თავისი მახასიათებლები შესანიშნავ რესპოდენტად აქცევს. ამიტომ, სიურპრიზი ნამდვილად არ არის, ანრისთან მისი გასაუბრების სიცილში გადაზრდა, მითუმეტეს, რომ თანაგუნდელსა და თანამემამულეს პოლ პოგბაც შეუერთდა.

იბრაჰიმოვიჩი: "მოდი, მოდი. თუ ორ დიდ ფეხბურთელს შორის დაჯდომა გინდა, აქ მოდი!"

მიმართა შვედმა პოგბას და შემდეგ ანრის შეკითხვებზე პასუხის გაცემა განაგრძო. თუმცა, მოულოდნელად ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა თავის თანამემამულესაც მიმართა.

ანრი: "როდის უნდა გახდე საუკეთესო ბომბარდირი?!"

პოგბა: "ამას უთხარი, ჯარიმების დარტყმა დამითმოს და გავხდები".

იბრაჰიმოვიჩი: "გაიტანე? არა, ამიტომ მომდევნოს მე ვურტყამ. ვუთხარი, რომ თუ გაიტანდა, ამიერიდან დავუთმობდი, მაგრამ მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა. ვუყურებდი და იმედი მქონდა, რომ კარში შევიდოდა. მაპატიე, პოგ! მაგრამ ახლა ჩემია."

შემდეგ შვედი შეეცადა აეხსნა, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ პოგბა გოლების ნაკლებობას განიცდის.

იბრაჰიმოვიჩი: "როცა ლომები მიდიან, კატები მოდიან."

პოგბა წამოდგა და წასვლა დააპირა.

პოგბა: "დაგტოვებთ, ბიჭებო, თქვენ ლეგენდები ხართ".

იბრაჰიმოვიჩი: "რეიტინგი დაგვიგდე, ასე რომ, დატოვე აქაურობა! მაყურებელი აღარ გვყავს, წადი, რომ დაბრუნდნენ!"



წყარო: joe.co.uk
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
14 იანვარი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მშვენიერ ხასიათზე არიან ბიჭებიი აბა თქვენიცით ლივერპულთან ორივეს კარგი თამაში ძალიან მნიშნელოვანია
0
№2
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2017 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
აუ რა კაციაა wink love
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
14 იანვარი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
იბრა შენ ამპარტავანო
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ზლატანი სულ ხუმრობის ხასიათზეა wink
1
№5
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 19:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იბრა მაგარი ძმაა wink
0
№6
ავტორი: qamari
14 იანვარი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: SANDROGRIGA
ზლატანი სულ ხუმრობის ხასიათზეა wink

ნამდვილად ,მარა ეს უფრო მეტი სურვილი, მონდომება და სტიმულია მასზე უკეთესი გახდე
0
№7
ავტორი: MU2016
14 იანვარი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
იბრა და ანრი უკვე არიან ფეხბურთის ლეგენდები... იმედია პოგბაც მალევე შეძლებს მათ დონემდე მისვლას...
0
№8
ავტორი: kobinio
15 იანვარი 2017 01:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Pols kide bevri samushao aqvs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top