"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო შეიცვალა "ჩელსისთან" მათი ხანმოკლე თანამშრომლობის შემდგომ.
ესპანელის თქმით, საქმე ეხება სათამაშო სტილს, რომელმაც მოურინიო კლუბის ისტორიასთან დააკავშირა:თუ "ჩელსიში" პორტუგალიელი უფრო დაცვით ფეხბურთს ამჯობინებდა, "იუნაიტედში" ჟოზე ფსონს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს.
"იგი შეიცვალა არსებულ ფაქტორებთან ერთად. მწვრთნელები ამა თუ იმ სტილს ამჯობინებენ, ეს დამოკიდებულია მწვრთნელის განკარგულებაში არსებული ფეხბურთელების შესაძლებლობებზე.
ყველასთვის ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბევრ მომენტსაც ქმნის. ჩვენც ამის გაკეთებას ვცდილობთ და ჟოზეც კმაყოფილია ამ ცდებით.
შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ წინა წლებთან შედარებით მოთამაშეები მეტი თავდაჯერებით თამაშობენ. რაც ჟოზეს შეეხება, იგი ისეთივე ადამიანია, მაგრამ გარემომცველმა ფაქტორებმა იგი შეცვალეს, როგორც მწვრთნელი" - განაცხადა მატამ.