ზლატან, შენ უკვე გარკვეული დროა თამაშობ ინგლისში, მანამდე მსფოლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგებშიც გითამაშია, რას იტყოდი განსხვავებაზე პრემიერლიგასა და სხვა ლიგებს შორის?
ვფიქრობ, თამაშის ტემპი, რიტმი ბევრად მაღალია. სანამ მოვიდოდი, იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც აქ თამაშობდნენ, ვიცოდი პრემიერლიგის ტემპის შესახებ. თუ ვერ მოახერხე ამას წინააღმდეგობა გაუწიო და მიეჩვიო, ბრძოლა მოგიწევს, თუნდაც მსოფლიო კლასის მოთამაშე იყო. ასეთ ტემპთან სწორად მოპყრობა უნდა შეგეძლოს. როცა ამას შეეგუებით, შეიგრძნობთ თამაშს, მერე ყველაფერი კარგად მიდის. მომწონს ატმოსფერო სტადიონზე, აქ იციან გულშემტაკივრობა, შესანიშავი მოედნებია. ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ და იმედი მაქვს თამაშითაც წარმოვაჩენ.
შენ ბევრ შესანიშნავ ქალაქში გითამაშია, როგორ ცხოვრობ მანჩესტერში?
აქ შესანიშნავია, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ოჯახი ბედნიერია. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები გაქვს. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მჭირდება ვარჯიში და მჭირდება რომ ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს, თუ ისინი კარგად იქნებიან, მე შევძლებ ვკონცენტრირდე მთავარზე - ფეხბურთზე. ქალაქი? მშვენიერია, ბევრს არ ვითხოვ, რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც ჭირდება რომ ქალაქში გავიდეს, ისტორიული ღირსშესანიშნაობები ნახოს, მათი ისტორია შეისწავლოს, ქალაქის სული შეიგრძნოს. მგონია, რომ ბევრი იმედგაცრუებულია, ისინი ფიქრობენ, რომ ჩემს თავს უამრავი გიჟური რამ ხდება. ბევრი პაპარაცული ისტორიები. ჰო, მგონია იმედგცრუებულები არიან, მაგრამ მე ჩვეულებრივი ვარ, მეოჯახე ადამიანი.
რატომ მანჩესტერი? რატომ პრემიერ ლიგა? დარწმუნებული ვარ, ადრეც გქონდა აქ თამაშის შანსი, მაგრამ რატომ ახლა?
იმიტომ რომ კარგა ხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ მე აქ ვერ ავთამაშდებოდი, აქ ვერ გავიბრწყინებდი. ცოტა ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყნებში, და როცა ვიგრძენი რომ ეს ჩემთვის ძალიან რთულია, გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი. მოდი ასე ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი ჩემს სიტუაციაში, მარტივ გზას აირჩევდა - წავიდოდა საზღვარგარეთ, ფულს გააკეთებდა ჩინეთში, ან სხვა ქვეყანაში და დატკბებოდა თავისი მიღწევებით, რომელიც მე ისედაც მაქვს. მაგრამ მე ავირჩიე მეორე გზა, მე ავირჩიე საკუთარი თავის გამოცდა, გამოწვევა მივიღე და ეს არის ჩემი არჩევანი. ამიტომაც ვარ „იუნაიტედში“, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში გუნდის მდგომარეობას, თუ მოვახერხებ დავეხმარო გუნდს მწვერვალზე დაბრუნებაში, ეს ჩემთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბედნიერება. მე არ ვეძებ მარტივ გზებს, არ მომწონს მარტივი ამოცანები და მიზნები, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის რთულ გზას ავირჩევ. მე უნდა გამეკეთებინა უფრო მეტი, ვიდრე სხვებს, ამიტომაც ვარ აქ 35 წლის ასაკში, თუმცა ბევრი ფიქრობდა რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მე ვაკეთებ იმას რისი გაკეთებაც ნამდვილად შემიძლია. შეუძლებელი, ესაა ის რასაც ბოლო 15 წელია ვაკეთებ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მაისურის ფერი, ახალი ქვეყანა და ტურნირი. მე ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ადამიანები ამას ვერ გებულობენ, მაგრამ გავაგებინებ.
შენ ახსენე შენი ცხოვრების სტილი, მე ყოველთვის გიცავდი, ადამიანები ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რასაც ამბობ, აკეთებ. მე ვეუბნები მათ: „ეს ბიჭი პროფესიონალია, არასდროს აგვიანებს, მძიმედ შრომობს, მეოჯახეა, არ სვამს და არ ერთობა წვეულებებზე“. ასეთი თამაშის დემონსტრირება 35 წლის ასაკში, საოცარია. მე მინდა რომ აუხნა ადამიანებს, როგორია ნამდვილი ზლატანი.
მე ერთადერთი ვარ? არა, მე ბევრს ვშრომობ, მომწონს მუშაობა, ბედნიერი ვარ რომ ძველი შრომისმოყვარე თაობის წარმომადგენელი ვარ. მე მჯერა ახალი თაობის, მათთვის ამ მხრივ უფრო ადვილია, მათ მედია სხვანაირად ეპყრობა, არა ისე როგორც მე, ჩემი კარიერის დასაწყისში. მე ვხვდებოდი ყოფილ თანაგუნდელებს და ისინი ყველა თავდაუზოგავად შრომობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად. არ მინდა ვთქვა რომ თანამედროვე ახალგაზრდები ჩვენგნ განსხვავდება, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმ შრომისმოყვარეობას, რაც ადრე იყო. ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ, მე ეს მომწონს, სიამოვნებას ვიღებ. ვიცი, რომ რაღაც ნამდვილად კარგს ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის და არა ვიღაცისთვის, რომელიც მეტყვის: „ო, იბრა რამდენს შრომობ.“ მიხარია რომ შევხვდი თანაგუნდელებს, დიდებულ მოთამაშეებს, ბედნიერი ვარ რომ მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ვნახე როგორ შრომობდნენ და იგივეს ვაკეთებ ახლა მეც. ყველაზე მეტად ფეხბურთით ვტკბები, მინდა რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ადამიანები უფრო მეტად უარყოფითს ელოდებიან, ცუდ საქციელს, ვფიქრობ რომ ეს უკეთ იყიდება. ისინი არ უყურებენ მედალის მეორე მხარს, სადაც შენ ბევრს მუშაობ და თავს წირავ, როგორც პროფესიონალი, იმიტომ რომ ეს ზედმეტად მოსაწყენია, მათ მხოლოდ ბინძური ისტორიები სჭირდებათ. მე არ მაქვს პრობლემა, დიდი გზა გამოვიარე ჩემი კარიერის მანძილზე, რაც ენერგიას და ძალას მაძლევს. ადამიანები ჩემზე ამბობენ: „მკვდარი ხარ, ეს ხარ, ის ხარ“, ყოფილი ფეხბურთელები საუბრობენ ჩემზე, მე კი ისინი არც კი მახსოვს. მაგრამ ერთი ნამდვილა ვიცი - მათ ცხოვრების ბოლომდე ვემახსოვრები.
რატომ ფიქრობ, რომ გუნდი კარგად გამოიყურება ამ ეტაპზე? შენს გოლებს არ ვთვლი.
ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, ოთხი ახალი ფეხბურთელი, ზოგმა დაგვტოვა, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. გუნდი შორს იყო თავისი პოზიციისგან ბოლო წლების განმავლობაში, და ამას 24 საათში ვერ შეცვლი. ეს პროცესია, მუშაობ, მწვრთნელს მიყვები, მისი გჯერა და ცდილობ შეასრულო დავალებები. უნდა მოერგო და საფუძველი იპოვო, როცა ეს გამოგივა, მერე წინსვლას იწყებ. ის აქ გამარჯვებისთვისაა, ის გამარჯვებულია, მეც გამარჯვებისთვის ვარ აქ და მინდა რომ შევქმნათ საჩემპიონო გუნდი. მაგრამ ამას დრო სჭირდება.
ბევრ დიდ დაპირისპირებაში მიგიღია მონაწილეობა, „აიაქსი“ – „ფეინოორდი“, „იუვე“ – „მილანი“, „პსჟ“ - „მარსელი“. რამდენად დიდი ეს თამაში „მანჩესტერი“ – „ლივერპული“?
მოუთმენლად ველოდები ამ თამაშს. ასეთ თამაშებში მოგება გინდა და თამაშით სიამოვნების მიღება. მაგრამ ყველაზე მეტად გამარჯვება გინდა. მოდი დავტკბეთ ამ თამაშით და რაც მთავარია, მოვიგოთ. თუ მოვიგეთ შანსი გვექნება ტოპ ოთხეულის გუნდებს შევებრძოლოთ, იმის მიუხეადავაც კი, რომ ადრე ქულები დავკარგეთ. მაგრამ ახლა ქულებს შორის სხვაობა შემცირდა და თუ მოვიგეთ, ტოპ ოთხში აღვმოჩნდებით. მე უნდა გავიგო გუნდების ფილოსოფია, მატჩების რომლებიც მანამდე იყო. ამისგან იღებ გამოცდლებას და დაპირისპირების არსს ხვდები. როცა უყურებ შენი თანაგუნდელების, გულშემატკივრების რეაქციას, ხვდები რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია.
როგორ ფიქრობ, შეძლებს „მანჩესტერი“ წლევანდელი ჩემპიონატის მოგებას?
პრემიერლიგა არაპროგნოზირებადია. ვერც ერთ გუნდზე ვერ იტყვი, ეს მომავალი ჩემპიონია. „ჩელსიმ“ შესანიშნავი სამუშაო გასწია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი კვირაში ერთხელ თამაშობენ, საკმაო დრო აქვთ ძალების აღსადგებად, თითქმის არ ჰყავთ ტრავმირებული ფეხბურთელები. სეზონის დასაწყისში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, მაგრამ ისინი მათ გაუმკლავდნენ. თუ მოვახერხეთ და ავიწიეთ ცხრილში, სიტუაცია მომენტალურად შეიცვლება. ყველა გუნდს აქვს წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. ჩვენც, ისევე როგორც სხვა გუნდებს, გვქონდა რთული პერიოდი - მოგება, წაგება, მოგება, წაგება - ახლა ჩვენ ვიგებთ. იმედი მაქვს, გუნდი შეძლებს ამ განწყობით გაგრძელებას და მოწინააღმდეგები შეცდომებს დაუშვებენ. კვირას ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვიპაროთ ქულები ოთხეულიდან.
პეპი თუ ჟოზე?
ორი უდიდესი მწვრთნელი, ორი განსხვავებული ადამიანი. მე მქონდა შესაძლებლობა ორივესთან მეთამაშა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ზლატანმა იქვე მყოფ პოლ პოგბას დაუძახა და მიმართა: "გინდა, ორ დიდ ფეხბურთელთან ერთად ყოფნა? მაშინ, მოდი და დაჯექი ჩვენთან, მაგრამ ჩუმად იყავი, არ ილაპარაკო".