ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ ელოდება მემფის დეპაის თაობაზე მისაღები წინადადების შეთავაზებას.
"იუნაიტედმა" უკვე დაასრულა მორგან შნეიდერლინის გაყიდვა "ევერტონში", მაგრამ დეპაი ჯერ კიდევ რჩება კლუბის წევრად.
"ლიონმა" ჰოლანდიელი ვინგერის შესაძენად თავისი წინადადება წამოაყენა 13 მლნ. ფუნტის ოდენობით და ფრანგული კლუბის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მემფისი მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა. თუმცა, მოურინიო ამ თანხის მიღებას არ აპირებს.
"უკანასკნელი ამბავი ის არის, რომ ჯერ არ მიგვიღია წინადადება, რომელსაც დავთანხმდებით. ამჟამად ჩვენი ფეხბურთელია და სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე თუ არაფერი მოხდება, ჩვენი ერთ-ერთი არჩევანი იქნება", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა "ლივერპულთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.