"ოლდ ტრაფორდზე" დამუხტული ატმოსფერო იქნება კვირას, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აქტიურად უქომაგონ თავიანთ საყვარელ გუნდს, რათა მატჩის მნიშვნელობის შეგრძნება ფეხბურთელებსაც გადაედოთ.
"რაც მათგან მინდა, პირველივე დღიდან მაქვს. მათგან მხოლოდ გუნდთან ერთად ყოფნა მჭირდება, რადგან ისინი რთულ მომენტშიც კი გვიჭერდნენ მხარს; ცუდი შედეგის ქონა და გულშემატკივრების თანადგომა, გუნდთან ერთად ყოფნა და მათი მხარდაჭერის შეგრძნება საუკეთესო გრძნობაა და ყველაზე მნიშვნელოვანიც.
ახლა მხოლოდ მცდელობის საკითხია მატჩში ოდნავ მეტი იგივეს ქონა გუნდისთვის. მათთვის მატჩი რაღაც უფრო მეტს ნიშნავს, ამიტომ ჩვენც უნდა გვაგრძნობინონ. ეს იგრძნობოდა "ენფილდზე", იგრძნობოდა, რომ "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვის ეს მატჩი უბრალო მატჩზე მეტი იყო.
ახლა სახლში ვთამაშობთ, ასე რომ, "ლივერპულის" გულშემატკივრებთან შედარებით დიდი პროცენტული უპირატესობა გვაქვს, ამიტომ, ჩვენც უნდა გვაგრძნობინონ, რომ ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა მოურინიომ.