თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1153,
კომენტარები: 0
იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ ანრისთან
"არსენალის" ლეგენდა დეკემბერში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბრთელს გაესაუბრა.
იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ ანრისთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ მას ვერასდროს დაივიწყებენ ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ, რომ პრემიერ ლიგაში შვედი ვერაფერს მიაღწევდა.

ტიერი ანრისთან ინტერვიუში შვედმა ფორვარდმა გაიხსენა, რომ ოდესღაც მას ისეთი ყოფილი ფეხბურთელები აკრიტიკებდნენ, რომელთა თამაშიც მას არასდროს უნახავს, თუმცა ამ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ შვედი.

პსჟ-დან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა 18 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.

დეკემბერში კი ზლატანი პრემეირ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამის საფუძველზე აცხადებს, რომ მის კრიტიკოსებს არასდროს მისცემს მისი დავიწყების საშუალებას.

"კრიტიკასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არა მაქვს, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, თუმცა მე მხოლოდ მაქეზებს, ენერგიას მაძლევს.

ხალხი ჩემზე ლაპარაკისას ამბობს: "უკვე მკვდარი ხარ, ეს ხარ, ის ხარ", ყოფილი ფეხბურთელებიც ამბობენ, მე კი მათი თამაშიც არ მახსოვს. ერთი რამ კი დანამდვილებით იცოდეთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ დამივიწყებენ.

მრავალი წლის განმავლობაში ასეც ლაპარაკობდნენ: "ამას ვერასდროს შეძლებს პრემიერ ლიგაში, იქ ამას ვერ გააკეთებს", ყველა ქვეყანაში ჩემი პატარა თავგადასავალი მქონდა და როცა ისინი სრულდებოდა, ეს ყველაზე რთული იყო ჩემთვის, მე მოსვლა ავირჩიე.

ვაღიაროთ, რომ ჩემს ვითარებაში მყოფი ადამიანი ყველაზე მარტივ გზას აირჩევდა, საზღვარგარეთ წავიდოდა, ჩინეთში გადავიდოდა ფულის საშოვნელად, ან სხვა ქვეყანაში, მაგრამ არა, მე გამოწვევა ავირჩიე, ის მივიღე, აი, რა ავირჩიე მე.

სწორედ ამიტომ გადმოვედი "იუნაიტედში", რადგან ეს გუნდი ბოლო ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში პრობლემებს განიცდიდა და თუ შევძლებ მწვერვალზე მათ აყვანას, ბედნიერი ვიქნები.

არ მიყვარს ადვილი სამუშაო, ადვილი თავგადასავალი, ადვილი მიზნები, ყველგან სირთულეს ვირჩევდი, როცა არ უნდა წავსულიყავი. მე უფრო მეტის გაკეთება მჭირდებოდა, ვიდრე სხვებს და აქაც ასე ვხედავ ამ მდგომარეობას, 35 წლის ასაკში ვარ და ხალხს ეგონა, რომ ვერაფერს შევძლებდი, მაგრამ მე იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია".


ამავე ინტერვიუში ზლატანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ახლა უფრო ადვილია ფონს გასვლა, ვიდრე მის დრო, 2 ათწლეულის წინ იყო.

"ბევრს ვშრომობ, მომწონს მძიმე შრომა და ბედნიერი ვარ, რომ ძველი, მშრომელი თაობის წარმომადგენელი ვარ.

მიმაჩნია, რომ ახალი თაობისთვის, ასე ვთქვათ, უფრო ადვილია, რადგან ისინი მედიაში სხვანაირად ხვდებიან, უფრო სწრაფად, უფრო ხშირად, ვიდრე ჩემს დროს შეიძლებოდა მსოფლიო ფეხბურთში გამოჩენა.

თანაგუნდელებს შევხვდი, სხვადასხვა გუნდებში ვითამაშე და მათ ბევრი იშრომეს იმის მისაღებად, რაც აქვთ და რასაც მიაღწიეს.

არ მინდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ დღესდღეობით ვეღარ ვხედავ ისეთსავე ბეჯით შრომას, როცა ახალ თაობას ვუყურებ, რადგან, როგორც თქვენ ამბობთ, როცა მივიდვარ, ვშრომობ და როცა ვშრომობ, კმაყოფილი ვარ.

ვიცი, რომ კარგ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი თავისთვის და არა იმისათვის, რომ ვიღაცამ თქვას: "ოჰ, იბრა, რამდენს შრომობ".


"იუნაიტედმა" ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი აჩვენა, რამეთუ პრემიერ ლიგის ბოლო ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგო და ოთხეულში მოხვედრას მიუახლოვდა.

ამჟამად "იუნაიტედი" 5 ქულით ჩამორჩება "ლივერპულს", რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" კვირას შეხვდებიან და იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ გამარჯვება მის გუნდს ოთხეულში მოხვედრის პრეტენდენტებს შორის დააბრუნებს პრემიერ ლიგის ამ "ამოუცნობი" რბოლის დროს.

"მოუთმენლად ველი. ასეთი მატჩები ის მატჩებია, რომლებშიც მონაწილეობა გსურს, გინდა, სცენაზე იყო და მომენტით ისიამოვნო. მოდით, ვისიამოვნოთ, მაგრამ მეტიც, მოდით, მოვიგოთ.

თუ შევძლებთ, ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას დავიწყებთ მას შემდეგ, რაც ისეთი ქულები დავკარგეთ, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა. თუმცა, ახლა უფრო ნაკლებია ჩამორჩენა და თუ ამ გამარჯვებას მოვიპოვებთ ოთხეულიდან, იქ მოვხვდებით.

ამოუცნობი ჩემპიონატია. არ არსებობს გუნდი, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ აუცილებლად დარჩება ოთხეულში და მოიგებს. "ჩელსი" ფანტასტიკურად ასპარეზობდა, ისინი კვირაში ერთხელ თამაშობენ, კარგი პირობები აქვთ და ყოველთვის უფრო მეტ ძალას ავლენენ, მაგრამ მათ დასაწყისში ჰქონდათ პრობლემა და ამან გავლენა შეიძლება იქონიოს.

თუკი მათაც შევაწუხებთ, ყველა გუნდს აქვს ტურნირზე პრობლემები. ჩვენ ჩვენი გვქონდა - მოგება, წაგება, მოგება, წაგება - ახლა კი ვიმარჯვებთ.

იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებთ და სხვების შეცდომებს ველოდებით. კვირა ოთხეულიდან ქულების მოპარვის შესაძლებლობაა".


ინტერვიუს მიმდინარეობისას ზლატანმა იქვე მყოფ პოლ პოგბას დაუძახა და მიმართა: "გინდა, ორ დიდ ფეხბურთელთან ერთად ყოფნა? მაშინ, მოდი და დაჯექი ჩვენთან, მაგრამ ჩუმად იყავი, არ ილაპარაკო".



წყარო: skysports
---
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top