თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1882,
კომენტარები: 6
პოლიციამ "იუნაიტედის" და "ლივერპულის" გულშემატკივრები გააფრთხილა
ინგლისის სამართალდამცავები უსაფრთხოების ზომებს იღებენ.
პოლიციამ
გულშემატკივრები, რომლებიც ლივერპულისა და მანჩესტერის დამაკვშირებელ გზაზე შეურაცხმყოფელ ბანერებს გამოფენენ, როგორც ეს ადრე მოხდა, რეალური ბრალდების წინაშე აღმოჩნდებიან და ციხეში ჩაჯდომა დაემუქრებათ.

პირველი შემთხვევაა არაა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის წინ ხიდებზე, რომლებიც კვეთენ ავტოსტრადას, სადაც გულშემატკივრები მატჩზე დასასწრებად გადიან, სხვადასხვა სახის ბანერი ჩნდება, რომელიც არა მარტო მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს შეურაცხყოფს, არამედ მიუნხენის, ჰილსბოროსა და ბრიუსელის ტრაგედიის შესახებ მათ მოგონებასაც.

პოლიციამ "იუნაიტედის" და "ლივერპულის" გულშემატკივრები გააფრთხილა


ახლა კი ადამიანები, ვინც ამგვარ ბანერებს გამოფენენ, 2013 წელს "მასობრივი ინფორმაციის რესურსების" შესახებ მიღებული კანონის ყურადღებას მიიპყრობენ. კანონდარღვევის სერიოზულობაზე დამოკიდებულით, გულშემატკივრებს ფულადი ჯარიმიდან თავისუფლების აღკვეთამდე სხვადასხვა სახის სასჯელი შეიძლება დაეკისროთ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი მანჩესტერის პოლიცია მანჩესტერის ცენტრსა და ტრაფორდის რაიონში 17 საათის შემდეგ ალკოჰოლის მიღებას აკრძალავს, სტადიონზე შესვლისას კი ფეისკონტროლი ჩატარდება.

პოლიცია ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც რომელიმე კლუბის ტრაგედიის შეურაცხმყოფელ სიმღერას იმღერებს, სტადიონს დატოვებს.

პოლიციის ინსპექტორმა დინ ჰოვარდმა, რომელიც საკვირაო მატჩზე უსაფრთხოების პასუხისმგებელი იქნება, გულშემატკივარს კანონდარღვევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა:

"მინდა, მატჩის წინ ორივე კლუბის გულშემატკივარს მივესალმო. ამ დღეს წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სრულფასოვან ოპერაციას ჩავატარებთ. მაგრამ არ ვაპირებთ ცოცხალი ატმოსფეროს შექმნაში ხელის შეშლას, რაც ასეთი მატჩისთვის სახასიათოა, უბრალოდ გვინდა, იმ ხალხს შევუქმნათ უსაფრთხოება, ვინც ამ ატმოსფეროთი ტკბება.

მიუხედავად ამისა, მზად ვიქნებით, ყველაზე უხეში ზომები მივიღოთ მათ წინააღმდეგ, ვინც ნებისმიერ უწესრიგობაში მიიღებს მონაწილეობას და საფრთხის ქვეშ დააყენებს გარშემო მყოფებს. ქალაქსა და სტადიონზე ჩვენი პატრული იქნება და თუ რაიმე სახის პრობლემა შეგექმნებათ, გთხოვთ, ჩვენს თანამშრომლებს ან კლუბის სტიუარდებს მიმართოთ, რომლებიც სიხარულით დაგეხმარებიან.
"
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2017 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Xo zedmeti araferi gvinda stadionze unda avaxiot saxe
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 12:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძალიან კარგი, გულშემატკივრობა არ უნდა გაცდეს საზღვრებს!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 12:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტადიონზე დატოვონ თავიანთი ზიზღი
0
№4
ავტორი: irakli87
14 იანვარი 2017 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ტიპებს ისე ვამწარებთ რო აგარ შეუძლიათ მეტი და რა ქნან :D :D ლივერპულს დედას ვუტ...... ყოველ ჯერზე :D
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
14 იანვარი 2017 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დაე ნახოშ 75 000 მქაყურებელმა ლივერპულის გასაზიზღრებას და მთელმა მსოფლიომ თუ როგორ დღეში ჩავარდებიენ

იბრა მხითო რუნი მატა პოგბა დე ხეა ლივერპული გაამწარეთ მიყვარხართ ემუი მაგრათ წინ <3
0
№6
ავტორი: stepno
14 იანვარი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მთელი გულით ველოდება თამაშს რათქმაუნდა წერიგი აუცილებელიაა და იმედიაა ყველაფერი კარგად დამთავრდება და რაც მთავარია უდიდესი ბრძოლის შემდეგ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top