თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2480,
კომენტარები: 12
გრაფა: რიოს ანალიზი მომდევნო მატჩზე
რიო ფერდინანდი "ლივერპულთან" მატჩის ანალიზს აკეთებს.
გრაფა: რიოს ანალიზი მომდევნო მატჩზე
რიო ფერდინანდმა manutd.com-ისთვის ექსკლუზიური გრაფა დაწერა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის ანალიზი, მატჩის მნიშვნელობა, სეზონის მოლოდინი და ტაქტიკური მიდგომა მიმოიხილა.

"როცა შერწყმას ახდენ იმისა, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" აძლევენ ისტორიას, მოგონებას, პრემიერ ლიგისა და ძველი საფეხბურთო ჩემპიონატის მოგონებით, ხვდები, რომ არ არსებობს სხვა ამის მსგავსი მატჩი. მატჩი ხალხში დიდ ემოციას იწვევს და არც ეს უიქენდია გამონაკლისი.

ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში საუკეთესო მწვრთნელები გვყავს. სხვაგან კი, ალბათ, კარლო ანჩელოტი, დიეგო სიმეონე და ზინედი ზიდანი არიან, ჩვენ საუკეთესო, ყველა გამრთობი და დიდებული პიროვნებები გვყავს. ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესოა და ასევე იურგენ კლოპიც, ვინც ინგლისში მოსვლის შემდეგ სუფთა ჰაერი გახდა. "დორტმუნდისა" და "ლივერპულის" მაგალითზე ამაღელვებელია, როგორ ახერხებს გუნდების დაქოქვას. მათი ყურება ღირს. ენთუზიაზმით თამაშობენ; პირდაპირი, აგრესიული, სწრაფი, შემტევი მენტალიტეტი აქვთ და დიდი რაოდენობით უტევენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვის გულშემატკივრობ, კლოპის "ლივერპული" ძალიან კარგი გუნდია და ეს მათ სახიფათოს ხდის. შეუძლიათ მატჩები მოიგონ 3-2, 4-3, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაცვა, აქილევსის ქუსლია, თუკი გუნდებს გოლების გატანის უფლებას აღარ მისცემენ, ბევრს მიაღწევენ.

კლოპის მიერ აშენებული გუნდისგან მოლოდინი იზრდება. ჟოზე მოურინიოსა და "იუნაიტედისთვის" კი მოლოდინი ახალი ამბავი არ არის. ვფიქრობ, ტოპ-გუნდებს შორის ჟოზეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო ერგო პერსონალური და კლუბის საფეხბურთო მენტალიტეტის შეცვლის მხრივ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩასახული და ფესვებგადგმული ფილოსოფიის წინააღმდეგ წასვლას, მოვლენების სრულიად შეცვლას ნიშნავდა და ეს მისთვის დიდი საქმე იყო. ჯერ კიდევ არის.

მას მხოლოდ ფორმაციისა და პერსონალის პოვნა სჭირდებოდა, რაც მოერგებოდა. მან ეს შეძლო და როცა მივიდა, გუნდში ამოსავალი წერტილიც ჰყავდა, ეს მაიკლ კერიკია. ლუი ვან გაალისა და დევიდ მოიესის დროს ვამბობდი: მაიკლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის. ცხადია, რამდენად კარგია ბურთის ფლობისას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ მოქმედებს თავდაცვისას. სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული თვალი ამას, ალბათ, ვერ შეამჩნევს, მაგრამ თავდაცვისა და დაცვის ოთხეულის ფარად მოვლენისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც კი მითამაშია. ჩემი აზრით, ამჟამად ყველას სჯობია.

როცა მაიკლი იღებს ბურთს, თუ აუცილებელი არაა, ფლანგებზე არ გადააქვს; უფრო ურჩევნია ხაზებს შორის გააკეთოს გადაცემა ან შემტევ სამეულს მისცეს. ჩვენი ყველაზე სახიფათო მოთამაშეები ჩვენი შემტევი ფეხბურთელები არიან და მათ სწრაფად და ნაადრევად უნდა მიაწოდო პასი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისე ნელა ვთამაშობდით, რომ მოწინააღმდეგე გუნდი უკან დაბრუნებას და ოთხეულთა ორ ბლოკს აყენებდა, რის შემდეგაც ჩვენ ისინი უნდა გაგვერღვია. ასე რთულია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, როცა მაიკლი თამაშობს, ბურთს რომ იღებს, ხაზებს შორის აკეთებს პასს და შემდეგ ჩვენი შემტევი ფეხბურთელები მოწინააღმდეგის დაცვის ოთხეულის წინააღმდეგ რჩება, რაც უფრო მეტ შანსს გვაძლევს დარტყმის ან შანსის შექმნისათვის, გოლები კი სწორედ ასე გადის. მაიკლი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ამართლებს და მოურინიოს ტაქტიკაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მსოფლიოში ცოტა ფეხბურთელი არსებობს, რომელსაც ამის უნარი აქვს, მაგრამ მათ შორისაა.

"იუნაიტედის" გაუმჯობესების მორიგი მიზეზი ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების ფორმა და გაბრწყინებაა. პოგბა, მხითარიანი და იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო კლასის სუპერვარსკვლავები არიან. უკვე დავუბრუნდით იმ დროს, როცა გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები მოდიოდნენ. მოურინიოს რომ ვუყურებ, მხოლოდ დროის საკითხი მგონია იმის მიღება, რაც მას უნდა. ვფიქრობ, ჩვენი ამჟამინდელი სერიიდან გამომდინარე ოთხეულში გასვლა ნამდვილად არის ის, რასაც უნდა ვუმიზნებდეთ. ამაზე მეტი დიდებული იქნებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების გარდა ახლა არაფერი მინდა.

ამის ფონზე ამ კვირის მატჩის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მატჩი იქნებოდა, რადგან ყოველთვის არის, მაგრამ, როცა ორივე გუნდის ფსონს, ნიჭსა და მწვრთნელების დონეს უყურებ, აბსოლუტურად უზარმაზარი მნიშვნელობის შეხვედრაა."

წყარო: manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Yvelaferii simartlea da plius am damatebuli kerikis wlevandwli statiska...saocari motamashe ❤️
0
№2
ავტორი: bziki
12 იანვარი 2017 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კერიკის მნიშვნელობაზე უფრო იყო ანალიზი ვიდრე მაჩზე
კერიკი მთლიანად მენტალობას უნდა უყალიბებდეს ახალგაზრდებს არა მხოლოდ თამაშის დროს, არ ვიცი რუნის თავს რა ხდება აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემაა არადა იგივეს უნდა აკეთებდეს უეინიც მაგრამ მატჩის ტემპს ვეღარ გრძნობს, რაგაც შეშინებულივით თამაშობს და ძაან აგვიანებს გადაადგილებას,პასს და დინამიურობას საერთოდ თუ იპოვის თავის თავში ძალას მანიუც დიდ ძალას მიიღებს
1
№3
ავტორი: MEMPHIS 7
12 იანვარი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხოო და ახალი კერიკი გვინდაა ზაფხულში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კერიკი არი ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის...
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
12 იანვარი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რიო
0
№6
ავტორი: deqstera
12 იანვარი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბლინდის ასვლა კერიკის აგილზე იქნება ძალიან კარგი, გუნდში ყველაზე კარგი გრძელი პასი აქვს, მოედანს ყველაზე კარგა ხედავს და პლიუს ფიზიკურადაც მაგრად მოუმატა
2
№7
ავტორი: temo-scholes
12 იანვარი 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
yvelafershi getanxmebit rio...<3
0
№8
ავტორი: tyeshela1
12 იანვარი 2017 21:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
კერიკი იყოს ეხლა 27-28 წლის ასაკში დაგვხატავდა. თუმცა სიმართლე რო ითქვას მაგ ასაკში იუნაიტედის ერთერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო. რაც ასაკში შევიდა მით უფრო ათამაშდა.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2017 22:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკის სტაბილურობა ბევრ რამეს წყვეტს ხოლმე. ყველა მატჩს ვერ ჩაატარებს, არადა ეგ და შვაინა რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს რა მაგარი იქნებოდა
0
№10
ავტორი: Temo-Mu
13 იანვარი 2017 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: tyeshela1
კერიკი იყოს ეხლა 27-28 წლის ასაკში დაგვხატავდა. თუმცა სიმართლე რო ითქვას მაგ ასაკში იუნაიტედის ერთერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო. რაც ასაკში შევიდა მით უფრო ათამაშდა.

ხო მაგ ასაკში კი იქნებოდა დაჩაგრული იმიტომ რომ სკოულზი, გიგზი ანდერსონი უყვნენ ძირითადის ხალხი. მაგრამ რაც მთავარია ახლა ჩვენთანაა და იმედებს არ გვიცრუებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top