"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ მარუან ფელაინის კონტრაქტში შეტანილი პუნქტი ამოქმედდა და ბელგიელის ყოფნა კლუბში გახანგრძლივდა.
2013 წლის ზაფხულში "ევერტონიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მარუანმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შეთანხმების ვადის ერთი წლით გაზრდას ითვალისწინებდა. კლუბმა ამ უფლებით ისარგებლა და ფელაინი "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ნახევარმცველს ძალიან აფასებს ჟოზე მოურინიო და მან სეზონის პირველი გოლი "ჰალ სიტისთან" მატჩში გაიტანა, რამაც "ოლდ ტრაფორდის" მასპინძლებს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუანა.