"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" კვირას სუპერ მატჩს შემოგვთავაზებენ. კამერა-ობობა კი მოთამაშეთა ყველა მოძრაობას დააფიქსირებს.
ლივერპულისა და მანჩესტერის დაპირისპირება პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ორი მატჩით შემოიფარგლება - ზემოაღნიშნული მატჩის გარდა "ევერტონისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაც გაიმართება. "ოლდ ტრაფორდი" პირველი სტადიონი იქნება, რომელიც პრემიერ ლიგაში ახალ ინიციატივას უმასპინძლებს.
Sky Sports-ის სამუშაო ბრიგადა "ოცნების თეატრს" ოთხშაბათს დილით ეწვია, რათა სპეციალური სისტემა დაემონტაჟებინა.
საათში 20 მილით მოძრავი კამერა ფრინველის ხედის მიცემას შეძლებს მაყურებლებისთვის და გვირაბიდან ფეხბურთელების გამოსვლისთანავე ამოქმედდება, კონტრშეტებისა და მოედნის ცენტრში ბურთის ტარების დროს კი სატელევიზიო მაყურებელი მოქმედების არეალში იგრძნობს თავს.