თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2295,
კომენტარები: 9
"ლიონს" "იუნაიტედის" დუეტი სურს
ფრანგული კლუბი "იუნაიტედის" ვინგერებით დაინტერესდა.
"ლიონი" მიმდინარე თვეში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას ეცდება და ფრანგების პრიორიტეტულ სამიზნეს "მანჩესტერ იუნაიტედის" დუეტი, ადნან იანუზაი და მემფის დეპაი წარმოადგენენ.

"ლიონის" პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ულასის თქმით, მისი კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე წარმატებით გასვლას იმედოვნებს, თუმცა ამისთვის ინგლისურად ლაპარაკი უნდა შეძლოს.

ამ განცხადებას თავისთავად მოჰყვა ჭორები, რომ ულასი პრემიერ ლიგის კლუბებთან აპირებს თანამშრომლობას.

ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, რომ "ლიონი", რომელსაც მრჩეველად "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი, ჟერარ ულიე ჰყავს, ამჟამად იჯარის წესით "სანდერლენდში" განათხოვრებული იანუზაის ყიდვა ეცდება. ბელგიელის გარდა, ფრანგებს დეპაის შეძენაც სურთ.

"ამჟამად დიდი ტრანსფერის განხორციელებას ვცდილობთ, მაგრამ თავდაჭერილობა უნდა გამოვიჩინოთ. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა, მაგრამ ჟერარი ამაში დაგვეხმარება, რადგან მოლაპარაკებისთვის ინგლისურად ლაპარაკი აუცილებელია", - განაცხადა "ლიონის" პრეზიდენტმა.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
12 იანვარი 2017 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არვიციი მე განათხოვრება მირჩევნიაა
0
№2
ავტორი: M.M.M
12 იანვარი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მენფისი გაანათხოვრონ აბა სცადონ იქნებ ათამაშდეს სხვაგან და მერე დავიმატოთ. ეგრევე გაყიდვა სისულელე იქნება მაინც ცოტათი იმედი კიდე გამაჩნია მემფისის მიმართ. აი იანუზაის რაც შეეხება ეგ უკვე გასაყიდია მაგას საშველი არაქ.ჩვენ გუნდში მაგის ადგილი არაა ნახდათ.არადა რა იმედები ქონდა ბევრს მათ შორის მეც რო მაგარი ბიჭი გაიზრდება
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ლიონში წავიდეს... ვნახოთ
0
№4
ავტორი: gaga1987
12 იანვარი 2017 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჩვენთან კაი ვერაფერი გააკეთა იანუზაი აი სანდერლენდშიც რო ვერაკეთებს რაღაუნდა თქვა :((((დასანანია მაგრამ ვერგანვითარდა.
0
№5
ავტორი: ilker
12 იანვარი 2017 16:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
გამოსყიდვის უფლებით თუ გაყიდიან კაი იქნება
0
№6
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ მჯერა არცერთის შეუძლიათ გაყიდონ:)) მე ესე ვფიქრობ რო დიდ წარმატებას ესენი ვერ მიაღწევენ თუ არ ჩავთვლით მანჩესტერში თამაშს ეს უკვე დიდი წარმატრებაა უდიდესიც კიი მაგრამ ვე განვითარდნენ თავში ავარდნამ იცის smile
0
№7
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vnaxot Vnaxot
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
12 იანვარი 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მემფისის გაყიდვა არ მინდა მაგარი მევასება და მაქ იმედი რო ათამაშდება გამოდის ყველაფერი ამ კაცს და არ ვინანოთ მგონი ეს წელი იყოს და მერე გაანათხოვრონ ჯობია არც იანუზაის გაყიდვა მინდა არ მივქაროთ
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
13 იანვარი 2017 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ნაბილ ფეკირში გაგვიცვალონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top