თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 10
მატა: "მოურინიომ უფრო სწრაფად თამაში დაგვავალა"
ხუან მატამ "ჰალთან" მატჩის შესვენებაზე მოურინიოსგან მიღებული ინსტრუქციები გაამხილა.
მატა:
ხუან მატამ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო იყო "ჰალ სიტისთან" მატჩის პირველ ტაიმში "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ნაჩვენები ტემპით.

"იუნაიტედი" პირველ 45 წუთში დომინირებდა, მაგრამ "ჰალის" დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდა და ძირითადად შორეულ დარტყმებს მიმართავდა, რაც უშედეგოდ სრულდებოდა.

სანამ მატა 56-ე წუთზე ანგარიშს გახსნიდა, მოურინიომ ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი გაგზავნა მოედნის კიდესთან გასახურებლად.

როცა ესპანელს მატჩის შემდეგ ჰკითხეს, თუ რა უთხრა მოურინიო შესვენებაზე, მან უპასუხა: "რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, უფრო მეტი ტემპი შეგვეტანა თამაშში, ძირითადად ეს.

ცოტა უფრო მეტი შანსი უნდა შეგვექმნა, პირველ ტაიმში ნაადრევი გოლის გასატანად გვქონდა საკმარისი შანსები. მეორე ტაიმში მოვახერხეთ და 2-0 კარგი შედეგია, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა".


გამეორებებმა აჩვენა, რომ მატას ფეხი თამაშგარე მდგომარეობაში ჰქონდა, მაგრამ გასულ თვეში "კრისტალ პალასთან" უსამართლოდ არ ჩათვლილი გოლით წაქეზებული ხუანი ამას თავისი სიტყვებით გამოეხმაურა.

"როცა დავინახე, რომ მიკი საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა, მეორე ძელთან გადავედი და ბურთი ბადეში მოვათავსე. იყო შემთხვევები, როცა გოლები წესების დაცვით გაგვქონდა, მაგრამ თამაშგარეს გვიფიქსირებდნენ, ეს ხომ ფეხბურთია. მსაჯებისთვის ძალიან რთულია განსაზღვრა, მაგრამ საბენდიეროდ, გოლი ჩაითვალა.

"უემბლისკენ" პირველი ნაბიჯი გადაიდგა. საპასუხო მატჩი რთული იქნება, საკუთარ სტადიონზე საკუთარი გულშემატკივრების დახმარებით ზეწოლას მოახდენენ, მაგრამ კარგი შედეგი მივიღეთ, გოლი არ გავუშვით, რაც მნიშვნელოვანია".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 იანვარი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძაან რაღაც უმნიშვნელო ეპიზოდი იყო, სადაც მატას თამაშგარეში დაინახავდი. ფეხი ქონდა ცოტა წინ მეტი არაფერი და როგორც თვითონ ხუანმა აღნიშნა იმდენი ეპიზოდი და გოლი გაგვიფუჭეს მსაჯებმა, რო ეს თამაშგარე იმასთან მოსატანიც არაა.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2017 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზემო კადრიდან ჩანდა რო ცოტათი წინ იყო მატა, მაგრამ ისე უმნიშვენლოდ რო მსაჯს შეიძლება ვერ დაენახა, თუმცა რო არ ჩაეთვალა ვერც მაგაზე ვიტყოდით ვერაფერს
0
№3
ავტორი: გაბადაძე
11 იანვარი 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მოუ რო გავიდა პირველ ტაიმში დამატებითი დროს დამთავრებამდე ზუსტად ვიცოდი რაც უნდოდა რო ეთქვა ბიჭებისთვის და მეორე ტაიმში შეეცვალათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: RED MAN
11 იანვარი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მე ვფიქრობ ფელაინის შემოყვანა განაპირობა იმან რომ გუნდი მეორე ტაიმში ჩაწოდებებზე აკეთებდა აქცენტს და მოუმ სწორად შეარჩი და გამოიყვანა ხელაინი რომელიც ჩაწოდებების დროს კარგად თამაშობს მეორე სართულზე
0
№5
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2017 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Finalshi vart xuanito ra unda moxdes halshi))❤️
0
№6
ავტორი: JuanMata
11 იანვარი 2017 16:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ასეთ თამაშგარეებს, მარტო პესის მსაჯები ხედავენ wink

პირველ ტაიმშიც იყო გოლის შანსები, ისე მხითომ კი კარგად ითამაშა, პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ერთი ძაან მაგარი მომენტი გააფუჭა.

თუმცა ამ ფეხბურთელის თამაშის სტილი ძაან მომწონს და ჭირდება იუნაიტედს. მატა მხითო შეტევაში კარგად შეთამაშდებიან.
1
№7
ავტორი: Phil Jones
11 იანვარი 2017 18:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: JuanMata
ასეთ თამაშგარეებს, მარტო პესის მსაჯები ხედავენ wink

პირველ ტაიმშიც იყო გოლის შანსები, ისე მხითომ კი კარგად ითამაშა, პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ერთი ძაან მაგარი მომენტი გააფუჭა.

თუმცა ამ ფეხბურთელის თამაშის სტილი ძაან მომწონს და ჭირდება იუნაიტედს. მატა მხითო შეტევაში კარგად შეთამაშდებიან.

პესის და ფიფასი )))
0
№8
ავტორი: Ibragimovich.
11 იანვარი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Angarishs unda shexedo bolos danarcheni umnishvneloa
0
№9
ავტორი: dybbuk
11 იანვარი 2017 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აბა ვან გაალის დროს რო დაღოღავდნენ მოედანზე მაგიტომაც ეძინებოდა ხალხს სტადიონზე და ტელევიზორთან
0
№10
ავტორი: Vikings
11 იანვარი 2017 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
მატა კარგი ხარ სტაბილურობ და გააგრძელე ესე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top