თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2017, 22:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1904,
კომენტარები: 8
იბრაჰიმოვიჩი სასტუმროში გუნდთან ერთად არ მისულა
ზლატანი თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსში არ იმყოფებოდა.
იბრაჰიმოვიჩი სასტუმროში გუნდთან ერთად არ მისულა
ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ტრადიციისამებრ სასტუმრო "ლოურიში" შეიკრიბნენ.

კაპიტანი უეინ რუნი, რომელიც რეკორდის დამყარების მოლოდინშია, გუნდთან ერთად იმყოფება, თუმცა ავტობუსის დატოვებისას ფოტოგრაფებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკ შოუ, მარკოს როხო, ბასტიან შვაინშტაიგერი, ეშლი იანგი, მემფის დეპაი და მორგან შნეიდერლინი ვერ შენიშნეს.

მარკოს როხომ ინგლისის თასზე "რედინგთან" მატჩში მიიღო კუნთის ტრავმა, ხოლო ლუკ შოუს ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

"რედინგთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე მყოფ იბრაჰიმოვიჩს "ჰალის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ელოდნენ, მაგრამ სასტუმროში იგი გუნდთან ერთად არ მისულა.

იბრაჰიმოვიჩი სასტუმროში გუნდთან ერთად არ მისულა


ჰენრიხ მხითარიანი ჯერ კიდევ სასტუმრო "ლოურიში" ცხოვრობს, დეილი ბლინდი კი მახლობლად დაბინავდა, ამიტომ ისინი თანაგუნდელებს მოგვიანებით უერთდებიან.

ერიკ ბაიი ეროვნულ ნაკრებში იმყოფება და ორშაბათს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

მორგან შნეიდერლინისა და მემფის დეპაის თამაში კი მათი ბუნდოვანი მომავლის გარკვევამდე საეჭვოდ რჩება.

იბრაჰიმოვიჩი სასტუმროში გუნდთან ერთად არ მისულა


დადასტურებული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ხუან მატა, მარუან ფელაინი, მაიკლ კერიკი, უეინ რუნი, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი

იბრაჰიმოვიჩი სასტუმროში გუნდთან ერთად არ მისულა
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
10 იანვარი 2017 22:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
იბრა რა იქნა :dd
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2017 22:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პოგბაზეც ეგრე იყო, მაგრამ მატჩი ითამაშა.

მატჩის წინ იტყვის მოურინიო მიზეზს და დაველოდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: dachi_mu
10 იანვარი 2017 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ibra daisvenebs dges,gasakviri araferia
0
№4
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2017 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia runi sheagdebs dges ❤️
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
10 იანვარი 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დგეს გავთხრიშავთ ვეფხვებს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2017 23:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლივერპულთან იქნება სავარაუდოდ
0
№7
ავტორი: pogba.
10 იანვარი 2017 23:18
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
არაა განაცხადში მანჩესტერის ფეიჯმა დადო
0
№8
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Yvelaferi kargad aris kaco daasvena
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top