"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, ხსნის თუ როგორ ახერხებს მოწინააღმდეგეთათვის თავბრუს დახვევას და მათში ეჭვის გაჩენას.
მარცხენა ფლანგზე თამაშისას ფრანგის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მეტოქის დაცვის ხაზის რღვევა და ამის ხარჯზე თავისი გუნდისთვის მომენტების შექმნაა, რასაც მარსიალი შესანიშნავად ართმევს თავს ბოლო პერიოდში.
ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი მარსიალისთვის "მიდლსბროსთან" დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც ენტონიმ კალუმ ჩემბერსს სიცოცხლე გაუმწარა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუქმებული გოლის დროს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში გაათანაბრა.
"იუნაიტედ რევიუსთან" ინტერვიუში მარსილმა განაცხადა, თუ როგორ ახდენს ზეწოლას ოპონენტებზე: "ჩემს მოწინააღმდეგეებში ეჭვს ვბადებ და მათ თავდაჯერებულობას ვიწოვ. პრობლემების გამოწვევას ვცდილობ ფეხბურთელისთვის თავბრუს დახვევით და დაეჭვებით, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგში.
ამ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი კარგად წარიმართა. ვიცოდი, რომ ეს მისთვის კარგი პოზიცია არ იყო, რადგან ჩვეულებრივ ცენტრალური მცველია, ასე რომ, მაქსიმუმის გაკეთება ვცადე მისთვის სიცოცხლის გასამწარებლად და ვფიქრობ, გამომივიდა.
მარსიალს შესანიშნავი შედეგი აქვს "იუნაიტედის" მაისურით სათასო მატჩებში ასპარეზობისას. "რედინგთან" გატანილი მისი გოლი მეექვსე გამოდგა ინგლისის თასსა და ლიგის თასზე ჩატარებულ 11 მატჩში, რასაც 5 საგოლე გადაცემა ემატება.
"ამ სტატისტიკის შესახებ მართლა არ ვიცოდი. მაგრამ მე ყველა მატჩს ერთნაირად ვუდგები და ვთამაშობ, იქნება ეს სათასო შეხვედრა თუ პრემიერ ლიგის მატჩი. ჩემთვის ისინი ერთი და იგივეა. 100 პროცენტით ვიხარჯები და მაქსიმუმს ვიღებ.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და კარიერაში ბევრი რამ მაქვს მისაღწევი. რაც ძალიან მინდა, ბევრი ტიტულის მოგებაა. მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული ბევრი შრომა და ჩემი მიზნების მისაღწევად ყველაფრის გაკეთება",