10-01-2017, 21:55
ნანახია: 1599,
კომენტარები: 6
პოგბა: "ყველაფერი ,,ოლდ ტრაფორდზე'' უნდა მორჩეს"
პოლ პოგბას ინტერვიუ ,,ჰალ სიტისთან'' მატჩის წინ.
ამჟამად ,,ვეფხვები,'' მათი ცუდი სტარტის გამო, პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილს იკავებენ. პოლ პოგბა უკვე დაუპირისპირდა მათ ,,ოლდ ტრაფორდზე'', პრემიერ ლიგის პირველ წერეში, სადაც ,,იუნაიტედმა'' რთული გამარჯვება მოიპოვა (1-0).
მიუხედავად პირველ წრეში რთული მატჩისა, პოგბა იმედიანადაა განწყობილი, რომ მისი გუნდი საღამოს შეძლებს ჰალის დამარცხებას და ყველაფრის ,,ოცნებათა თეატრში'' დაასრულებას.
,,რა თქმა უნდა ეს ის თამაშია რომლის მოგებაც გვსურს,'' -განაცხადა პოგბამ MUTV- სთან საუბრისას-,,ეს ნახევარფინალია, ჩვენ გვინდა გავიდეთ ფინალში და რასაკვირველია გვსურს ამ თასის მოგება. თუ შანსი გვაქვს რომელიმე ტიტულის მოპოვებისა, ჩვენ გვსურს გამოვიყნოთ ეს შანსი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია. განმეორებითი თამაში ძალიან რთული იქნება და ამიტომაც მინდა ყველაფერი პირველ წრეში დავამთავროთ.
,,ეს თასის ნახევარფინალია და ისინი თამაშობენ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' წინააღმდეგ, ასე რომ, მათ არაფერი აქვთ დასაკარგი. ისინი ახლა რთულ სიტუაციაში არიან, ამიტომაც შეეცდებიან გამოიყენონ ყველანაირი შანსი თამაშის მოგებისა. მათაც გამოიცვალეს მენეჯერი და სურთ ამ მატჩის მოგება. მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ეს თამაში, როგორც ჩვენთვის.
,,ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია კარგად თამაშობს, თუმცა ყველამ იცის თუ როგორ შეიძლება გაnვითარდეს მოვლენები. ყურადღებით უნდა ვიყოთ და თუ გავაგრძელებთ ფეხბურთის თამაშს ისე, როგორც ახლა ვთამაშობთ, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს.''
როდესაც პოგბას მის პროგრესზე ჰკითხეს მან განაგრძო:,,ყოველთვის, როდესაც ვთამაშობ მინდა ვიყო გამარჯვებული ყოველ ლიგისა თუ სათასო მატჩში. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ ფეხბურთის თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. მსურს მოვიგო "იუნაიტედთან" ერთად პირველი ტიტული და თუ ამის შანსი ლიგის თასზე მაქვს, მინდა გამოვიყენო ეს შანსი.
პოლ პოგბა წინა მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა FA თასი შეხვედრაში, რედინგის წინააღმდეგ, სადაც იუნაიტედმა 4-0 სძლია მეტოქეს. მიუხედავად ამისა მან უკვე მოასწრო იუნაიტედის რიგებში 26 მატჩის ჩატარება ამ სეზონში და ამიტომაც ჟოზე მოურინიომ მისი დასვენება გადაწყვიტა.
,, დიახ, ყოველთვის კარგია მოთამაშისთვის ერთ მატჩში დასვენება, წინა შეხვედრაში მზად ვიყავი შემოვსულიყავი მოედანზე როცა გუნდს დასჭირდებოდა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ მატჩში მივიღე მონაწიელობა და ფიზიკურად ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ეს დასვენება. ვნახოთ რა მოხდება დღევანდელ მატჩში.''