როგორც მოგეხსენებათ, დღეს ”იუნაიტედს” ”ჰალ სიტისთან” უწევს ნახევარფინალის ჩატარება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ამ ტიტულსა და ”ჰალ სიტიზე” ისაუბრა.
”ლივერპულს” კვირას ვეთამაშებით, მანამდე კი ეს მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ Fa Cup-ის ფინალში გვსურს მოხვედრა, ამიტომ მთელი ყურადღება ამ მატჩზე გვაქვს გადმოტანილი. ჩვენ რომ ”ჰალ სიტი” დავამარცხოთ უნდა გავერთიანდეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ დავძლევთ ამ ეტაპსაც” - განაცხადა მან Sky Sports-ის ინტერვიუში.
”ვფიქრობ, დიდმა კლუბმა ნებისმიერ ტიტულს უნდა მიაქციოს ყურადღება. ეს მნიშვნელოვანი ტიტულია. მე არასოდეს ვახარისხებ და გავარჩევ ჯილდოებს, ჩემთვის არ არსებობს დიდი და მცირე ტიტული, მე მათთვის ყოველთვის ვიბრძვი. მიუხედავად მჭიდრო გრაფიკისა, მსურს ”იუნაიტედთან” ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო”.
”კარდიფში მე ორჯერ მოვიგე ეს ჯილდო. უემმბლის რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო აიწია მისმა ფასმა და არ მესმის, რატომ არ ბრძოლობენ ამ ტიტულისთვის” - დაასრულა პორტუგალიელმა.