"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი გამოტყდა, რომ გასულ სეზონში მოგებული ინგლისის თასის მედალი "უემბლიზე" აღნიშვნის შემდეგ დაკარგა.
იანგმა, რომელიც "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში 72-ე წუთზე ჩაერთო მატჩში, "ასტონ ვილასა" და "იუნაიტედთან" ერთად ზედიზედ წააგო ნახევარფინალური მატჩები, მაგრამ 2016 წელს ფინალისტი და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
თუმცა, იანგის ზეიმი მატჩის შემდგომი დოპინგ-ტესტის შემდეგ შეწყდა, რადგანაც აღმოაჩინა, რომ მედალი აღარსად იყო.
"დოპინგ-ტესტის ჩასაბარებლად გავედი და რომ დავბრუნდი, გამქრალიყო. მახსოვს, რომ ჩემთან ახლოს მარკოს როხო იჯდა, მაგრამ იმ დროს ვერ მივხვდი, სად შეიძლებოდა გამქრალიყო მედალი.
იარუსზე ხომ არ დავტოვე? თუ სადმე ქვემოთაა? მაისურში ხომ არ შევაყოლე? ვერ ვპოულობდი. ჯერ კიდევ კარგ განწყობაზე ვიყავი და გავიფიქრე: "ყველაფერი რიგზეა, ვინმე მომიტანს". მაგრამ ავტობუსში რომ ავედით, მედალი მაინც არსად იყო.
ამიტომაც ბიჭებს ჩამოვუარე და ვეკითხებოდი: "შეამოწმეთ, ზედმეტი მედალი ხომ არ გაქვთ? ვინმეს ზედმეტი მედალი უნდა ჰქონდეს, ჩემსას ვერ ვპოულობ".
უკვე სტადიონს ვტოვებდით, როცა ზურგიდან ხმა მომესმა: "ორი მედალი მაქვს". მარკოს როხო იყო.
ჩემი მედალიც აუღია და ერთ-ერთ ჩანთაში ჩაუდია, მერე კი თავისი აიღო და თავის ჩანთაში ჩადო. მარკოსის მადლიერი ვარ, რომ ჩემი მედალი იპოვა. დამიბრუნდა და ახლა ჩემს სახლშია, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ".