თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 23:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3681,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)
ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ლიგის თასი, ნახევარფინალი (1-ლი მატჩი)
თარიღი: სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როხო
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი:De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ "რედინგთან" მატჩისგან განსხვავებით, იბრაჰიმოვიჩს, პოგბას, ვალენსიასა და ერერას სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს. საეჭვოა მარკოს როხოს მონაწილეობა, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს. ერიკ ბაიი კი ნაკრებში იმყოფება და კლუბს ვერ დაეხმარება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


ტრავმირებულები: ა. ბრიუსი, უ. კინი, ოდუბაჯო, ლუერი, დევისი, მაგუიერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მაკგრეგორი, დოუსონი
მიუწვდომელი: მბოკანი, ელ-მოჰამადი
განაცხადი: Marshall, McGregor, Jakupovic, Dawson, Tymon, Robertson, Me***r, Clucas, Huddlestone, Henriksen, Mason, Weir, Livermore, Maloney, Snodgrass, Clackstone, Diomande, Hernandez, Bowen.

"იუნაიტედთან" მატჩის წინ "ვეფხვებს" დაცვით რიგებში კრიზისი აქვთ. საეჭვოა მატჩში მაიკლ დოუსონის მონაწილეობა, რომელმაც მხარი დაიზიანა, კერტინ დევისი და ჰარი მაგუაირი ასევე ტრავმას ებრძვიან, ხოლო მბოკანი და ელ-მოჰამადი ნაკრების რიგებში იმყოფებიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 39 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-მ-მ


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 18 გოლი (13 ლიგაში)


გასვლაზე "ვესტ ჰემის" დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგაში 39 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 8 მატჩი ყველა მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება, მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე აღნიშნული ტიტული მას 1992, 2006, 2009, და 2010 წლებში ერგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ბოლო 24 მატჩიდან 21-ში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ის მატჩები, რომლებშიც მან მეტოქის კარი ვერ აიღო, 2010 წელს "ვესტ ჰემთან" 4-0 წაგებით დასრულდა, 4 წლის შემდეგ იმავე ანგარიშით "მკ დონსთან" წაგებით, ხოლო 2015 წელს "მიდლსბროსთან" ნულოვანი ფრით.

ლიგის თასის ფინალში "წითელმა ეშმაკებმა" 8-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ ოთხჯერ მოიგეს.

პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ლიგის თასის ეგიდით გამართულ ბოლო 25 საშინაო მატჩში "იუნაიტედი" ერთადერთხელ დამარცხდა (23 მოგება, 1 ფრე), როცა 2005 წლის იანვარში "ჩელსისთან" 1-2 წააგო.

ჟოზე მოურინიოს ლიგის თასის მატჩები 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია (9 მოგება, 2 ფრე).

"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლიგის თასზე ასპარეზობა მე-4 რაუნდში შეწყვიტეს, რამეთუ "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში (1-3) დამარცხდნენ.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში მოურინიოს გუნდმა "ნორთჰემპტონი" დაამარცხა გასვლაზე 1-3, მე-4 რაუნდში კი "სიტი" 1-0, ხოლო ნახევარფინალში "ვესტ ჰემი" 4-1.

გუნდის კაპიტან უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე–20 ადგილი, 13 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-წ-წ-ფ-წ-მ


წამყვანი ბომბარდირი: სნოდგრასი - 9 გოლი (7 ლიგაში)


"ვესტ ბრომთან" გასვლაზე დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგაში 13 ქულით მეოცე ადგილს იკავებს.

"ჰალ სიტის" არასდროს მოუგია ლიგის თასი. მიმდინარე სეზონამდე მათ უდიდეს მიღწევას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა წარმოადგენდა (2015/16 წლებში).

მიმდინარე გათამაშების მეორე რაუნდში გასვლაზე "ექსტერ სიტი" დაამარცხეს 1-3, მესამე რაუნდში ასევე გასვლაზე "სტოკ სიტიზე" ძლიერები აღმოჩნდნე და 1-2 სძლიეს, მეოთხე რაუნდში "ბრისტოლ სიტი" ასევე გასვლაზე დაამარცხეს 1-2, ხოლო მეოთხედფინალში "ნიუკასლთან" ძირითად დროში ფრედ 1-1 თამაშის შემდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვეს 3-1.

თუ მოედანზე ჯეიმს უირი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც თავისი კარიერა დაიწყო. "ჰალ სიტის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" მიერ აღზრდილი ორი ფეხბურთელი, ალექს ბრიუსი და უილ კინი ტრავმირებულები არიან.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 29-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 20-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჰალ სიტიმ" 5-ჯერ, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე გუნდები სულ 2-ჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ "იუნაიტედმა" მოიგო.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"ჰალ სიტი" 0 - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1

თარიღი: 27 აგვისტო, 2016
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 90'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლიგის თასზე


"ჰალ სიტი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 7 ოქტომბერი 1987 წელი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მაკკლეირი 62'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა კევინ ფრენდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 80 მატჩი განსაჯა, 70 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, დერეკ იტონი
სათადარიგო არბიტრი: სტიუარტ ეტველი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvelaferii dzalian martivad iqneba
0
№2
ავტორი: Phil Jones
9 იანვარი 2017 23:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მსაჯმა ალბათ 8 თამაში იმსაჯა ხო? და კიდე სმოლინგი არაა ტრავმირებული მე რამდენადაც ვიცი, თუ რამე ახალი ინფორმაცია არაა.
1
№3
ავტორი: -Manchestereli
9 იანვარი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
10 იანვარსაა 12 საათზე? თუ დღესაა 12 ის მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ WE ARE MANCHESTER UNITED
___________________________
№4
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2017 23:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: -Manchestereli
10 იანვარსაა 12 საათზე? თუ დღესაა 12 ის მერე

ხვალ 12 საათზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: -Manchestereli
10 იანვარი 2017 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: -Manchestereli
10 იანვარსაა 12 საათზე? თუ დღესაა 12 ის მერე

ხვალ 12 საათზე.

მადლობა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ WE ARE MANCHESTER UNITED
___________________________
№6
ავტორი: Lady in red
10 იანვარი 2017 00:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წესით ადვილად უნდა მოვიგოთ ეს მატჩი და არ მგონია იმ შემადგენლობას გაუჭირდეს, რაც რედინგთან ოყო. მთავარი მატჩისთვის ძალების დაზოგვა არ გვაწყენდა, წინ დიდი სანახაობა გველის.
0
№7
ავტორი: LASHQARA
10 იანვარი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რედინგთან მატჩი რაც იყო ეგ იქნება ამათთანაც love
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
10 იანვარი 2017 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დედეის ხახას გავურგვევთ ამათ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2017 00:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Unda moigon tavisuflad
0
№10
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2017 10:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს ტიტული უნდა დაიდოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top