ენტონი მარსიალის წარმატება "იუნაიტედის" ფინანსებს კიდევ ერთხელ შეარხევს.
როგორც "მონაკოსა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთანხმებაშია ნათქვამი, ენტონი მარსიალის მომდევნო ორი გოლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს ფრანგული კლუბისთვის.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ბოლო პერიოდში წარმატებულად ასპარეზობს და უკანასკნელ 6 მატჩში ოთხჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, რითაც ჟოზე მოურინიოს გეგმებში თავისი ადგილი დაიბრუნა.
მაგრამ, როცა 25-გოლიან ნიშნულს მიაღწევს - რამდეც მხოლოდ 2 გოლი აშორებს - "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს "მონაკოსთვის" კიდევ 10 მლნ. ევროს გადახდა მოუწევთ, რაც 2016 წლის იანვარში Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის საფუძველზე დადგინდა.
21 წლის ფორვარდი 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ინგლისში და მისი ტრანსფერი "წითლებს" 50 მლნ. ევრო დაუჯდათ.
თავის პირველ სეზონში მარსიალმა, რომელსაც ტიერი ანრის ადარებენ, 17 გოლის გატანა მოახერხა "იუნაიტედის" მაისურით, მათ შორის, სადებიუტო შეხვედრაში "ლივერპულის" კარის აღებაც შედის.
გასულ უქმეებზე კი ინგლისის თასის ეგიდით ჩატარებულ მატჩში "რედინგის" კარი დალაშქრა და მიმდინარე სეზონში 6 გოლს მოუყარა თავი.
არსებობს კიდევ ორი პირობა იმისა, თუ რატომ შეიძლება გაიზარდოს მარსიალის საფასური 90 მლნ. ევრომდე.
პირველი, თუ მარსიალი ნაკრებში 25 მატჩს ჩაატარებს - ამჟამად კი 15 მატჩი აქვს - "იუნაიტედმა" დამატებით 10 მლნ. ევრო უნდა გადაიხადოს, ამავე თანხას კი "იუნაიტედი" მაშინ დაამატებს, თუკი მარსიალი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობის პერიოდში მოხვდება.
წყარო:
goal.com