The Sunday Times-ის ჟურნალისტი დანკან კასლსის ცნობით, გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ "იუნაიტედის" მცველს მარკოს როხოს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და მოედანს უახლოეს მომავალში უნდა დაუბრუნდეს.
როხომ დაზიანება "რედინგთან" მატჩის მე-19 წუთზე მიიღო და უსაფრთხოების გამო იგი შეცვალეს. დაკვირვების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ როხოს ვარჯიშზე მიღებული მცირე დაზიანება აწუხებდა და დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სერიოზული ტრავმა ამჟამად არ გვაქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოურინიოს გუნდი ერთადერთი ინგლისური კოლექტივია, რომელიც 4 სხვადასხვა ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას, აღნიშნული ამბავი აუცილებლად გაახარებს ჟოზე მოურინიოსა და მის შტაბს, რადგან მათ უკვე აკლიათ ერთი ცენტრალური მცველი - ერიკ ბაიი, რომელიც აფრიკის თასზე გაემგზავრა, რათა თავის ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.