თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 9
ბლინდი: "დასახმარებლად ყველა მზად არის"
დეილი ბლინდი თანაგუნდელების ერთმანეთისადმი მხარდაჭერით მოხარულია.
ბლინდი:
დეილი ბლინდი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის წვლილი გუნდის ბოლო დროინდელ წარმატებაში, განურჩევლად იმისა, ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან თუ არა.

ჟოზე მოურინიომ ცხრა ცვლილება განახორციელა "რედინგთან" მატჩში წინა შეხვედრასთან შედარებით, თუმცა ამას გუნდისთვის 4-0 გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.

ბლინდის თქმით, გუნდში კონკურენტუნარიანობა "იუნაიტედს" მხოლოდ ეხმარება წარმატების მიღწევაში, რაც უკვე რვამატჩიან მოგებათა სერიას ითვლის.

"ყველა მზად არის, როცა საჭირო არიან და ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამას ყველა აკეთებს და ყველა გვჭირდება.

ვიცით, რომ ზედიზედ რვა გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, მაგრამ არც ის გვავიწყდება, რომ ამისთვის შემთხვევით არ მიგვიღწევია. ბევრს ვშრომობთ, ყველა სავარჯიშო სესიაზე და გუნდური სულისკვეთება ძალიან კარგია. ჩვენზეა დამოკიდებული წარმატების გზის შენარჩუნება.

დიდი გუნდი გვყავს და ყველა იბრძვის მასში მოსახვედრად, ყველას უკეთესობა სურს. ყველა სავარჯიშო სესიაზე დიდი კონკურენცია შეიმჩნევა, რაც გუნდს უკეთესს ხდის",
- განაცხადა ბლინდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: badzgoo123
9 იანვარი 2017 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მომკალი და ეს მანჩეს დონის არაააა რააა..კაი რო უნივერსალაი და ბევრგან შეუძლია ტამაში მარა ისე არა რო აკმაყოფილებდეს მანჩეს დონეს
1
№2
ავტორი: Temo-Mu
9 იანვარი 2017 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ჩემი აზრით ძალიან კარგი კონკურენტობა და თუ უფრო გაიზრდება ფეხბურთელებიც მოუმატებენ. winked
0
№3
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ese unda gavagzelot blind ❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 21:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გუნდი ვითარდება და კონკურენციაც მაღალია გუნდში, იმედია ასე გაგრძელდება
0
№5
ავტორი: devidi
9 იანვარი 2017 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ეს მართლა ცოდოა ყველასთან უწევს კონკურენციის გაწევა გარდა დე ხეასი და ზლატანის დარუპავს ამას უნივერსალობა wink wink
0
№6
ავტორი: shotkin
9 იანვარი 2017 22:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: badzgoo123
მომკალი და ეს მანჩეს დონის არაააა რააა..კაი რო უნივერსალაი და ბევრგან შეუძლია ტამაში მარა ისე არა რო აკმაყოფილებდეს მანჩეს დონეს

ერთ რამეს გამოვყოფდი გეთანხმები მარა ესეთი ჭკვიანი ფეხბურთელი ბევრი არგვყავს ხოლო პოზიციურად მართლა არაა მანიუს დონე ამრა ისეთი ჭკუა აქ რო ქაჩავს და + მართლა კაია რო უნივერსალია
0
№7
ავტორი: stepno
10 იანვარი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
10 იანვარი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს კაცია კაცური დეილი ბლინდ

ეს კაცია კაცური დეილი ბლინდ
1
№9
ავტორი: უეინ რუნი
10 იანვარი 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არაა მაღალი დონის ფეხბურთელი მაგრამ საჭიროა ასეთი გუნდშიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top