ვიქტორ ლინდელეფის ტრანსფერი კვლავ აქტუალურია.
მას შემდეგ, რაც ვიქტორ ლინდელეფის მშობლიური კლუბი "ვასტერასი" 3.8 მლნ. ფუნტის აღებას დასთანხმდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" "ბენფიკას" მცველის 38 მლნ. ფუნტიანი ტრანსფერი კვლავ აქტუალური გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ზაფხულამდე მოვიცდი და ტრანსფერებს მხოლოდ ამის შემდეგ განვახორციელებო, ლინდელეფს "ოლდ ტრაფორდზე" უკვე გაუმზადეს 2-ნომრიანი მაისური.
"იუნაიტედმა" შობამდე მიმართა ოფიციალური წინადადებით შვედის კლუბს და მასში 34 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებდა, მაგრამ მოლაპარაკებები "ვასტერასის" მიერ მოთხოვნილმა ფეხბურთელის გაყიდვაში აღებული თანხის 20 პროცენტმა შეაფერხა, რაც 4 წლის წინ პორტუგალიურ და შვედურ კლუბს შორის გაფორმებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
"ვასტერასმა", რომელმაც FIFA-ში უკვე შეიტანა საჩივარი იმის თაობაზე, რომ "ბენფიკამ" მას 225 ათასი ფუნტი არ გადაუხადა, რაც მაშინვე ეკისრებოდა ლისაბონურ კლუბს, როგორც კი ლინდელეფი პირველ გუნდში 10 მატჩს ჩაატარებდა, ცხადყო, რომ "არწივების" რიგებიდან ლინდელეფის სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში 7.2 მლნ. ფუნტს მოითხოვდა.
"ბენფიკა" კი თავის მხრივ ადასტურებს, რომ "ვასტერასისთვის" გადასახადი თანხის შეთანხმება გაუქმდა, როცა ვიქტორმა პორტუგალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
სადავო საკითხის მოუგვარებლობის შედეგად "ბენფიკამ" ლინდელეფთან კიდევ ერთხელ ისურვა ახალი კონტრაქტის გაფორმება, რასაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 52 მლნ. ფუნტამდე უნდა გაეზარდა, მაგრამ შვედმა ხელი არ მოაწერა.
შვედური კლუბის პრეზიდენტმა ბენგტ აკე ნილსონმა ლისაბონში გაგზავნა თავისი კლუბის წარმომადგენლები სტეფან პიტერსონი და ლარს ნილსონი, რათა "ბენფიკას" წარმომადგენელ ლუიშ ფილიპე ვიეირასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და როცა შესთავაზეს, რომ 20 პროცენტის ნაცვლად "ვასტერასი" მხოლოდ 10-ს აიღებდა, შეთანხმება შედგა.
"ვასტერასის" პრეზიდენტი ნილსტონი:
"ბენფიკასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ. მათთან პრობლემები აღარ გვაქვს. ჩვენთვისვეა კარგი"."ბენფიკამ" და "ვასტერასმა" ჯეკპოტი მოხსნეს - და ასევე ლინდელეფმაც.
22 წლის მცველი, რომელიც "ბენფიკასგან" წელიწადში 350 ათას ფუნტზე ნაკლებს იღებს, "იუნაიტედთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 115 ათას ფუნტს აიღებს ხელფასის სახით.
წყარო:
mirror