თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1991,
კომენტარები: 8
მოურინიომ რუნის პროფესიონალიზმში დაეჭვებულებს უპასუხა
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პასუხი რუნის კრიტიკოსებს.
მოურინიომ რუნის პროფესიონალიზმში დაეჭვებულებს უპასუხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენი მიმდინარე და არა მარტო მიმდინარე სეზონში ხშირად გამხდარა კრიტიკოსების სამიზნე. 31 წლის უეინ რუნის შესახებ იმასაც ამბობდნენ, რომ მან თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

ჟოზე მოურინიო კი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედის" კაპიტანს ჯერ კიდევ შეუძლია წარმატებით ასპარეზი, თუკი საქმისადმი შესაბამის მიდგომას არ უღალატებს.

როცა მოურინიოს ჰკითხეს, რამდენ ხანი დარჩა რუნის უმაღლეს დონეზე თამაში, მან უპასუხა: "არ ვიცი, ეს მასზე, მის გონებაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული.

ვფიქრობ, ყველაფერი მონდომების საქმეა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამეები, მას კი მოტივაცია აქვს და თუ მას შეინარჩუნებს, დიდხანს ითამაშებს.

როცა თავს კარგად უვლი, როცა ცოლი გეხმარება, როცა კარგად ვარჯიშობ, როცა მწვრთნელი და შტაბი საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ მიხვდეს ახალგაზრდისა და 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელის სხეულს შორის სხვაობას - როცა ფაქტორების კომბინაცია ხდება, მათი კარიერის დასრულებაც ფერხდება.

ამიტომაც თამაშობენ კარგად მაიკლი, ზლატანი და უეინი".


რუნის 2019 წლამდე შეუძლია "იუნაიტედში" დარჩენა, თუკი კონტრაქტში გათვალისწინებული დამატებითი წლის პუნქტი ამოქმედდება - თუმცა, მოურინიომ არც კი იცის, როდემდეა გათვლილი მისი გუნდის კაპიტნის კონტრაქტი.

"მისი ამჟამინდელი კონტრაქტის პირობებიც კი არ ვიცი. ჩემი ფეხბურთელების კონტრაქტზე არ ვდარდობ. ამ საქმეს მისტერ ვუდვორდს ვუტოვებ.

რუნისთან დაკავშირებით ყოველთვის კარგი შეგრძნება მქონდა - პროფესიონალი, გუნდური ფეხბურთელი. გუნდისთვის არასდროს არაფერს ზოგავდა.

როცა მადრიდში ვმუშაობდი და "რეალ მადრიდს" ვწვრთნიდი, ჩემს წინააღმდეგ ითამაშა. თითქმის მარცხენა მცველი იყო. გუნდისთვის ყოველთვის თავს სწირავდა და არც ჩემთანაა გამონაკლისი.

სათადარიგოთა სკამზე ხვდება და მატჩში ერთვება. თამაშობს, არ თამაშობს, მაგრამ ჯგუფში ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი, კარგი კაპიტანია, ამიტომ ბედნიერი ვარ."


წყარო: skysports
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: mufc1878
9 იანვარი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ეჰ კაია მარა უნდა წავიდეს რუნი.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩემი აზრით მთავარია მოინდომოს, მართალია ძველი რუნი ვერ დაბრუნდება მარა თუ ბოლომდე იბრძოლებს ბევრად შედეგიანი იქნება
0
№3
ავტორი: SolomonKane
9 იანვარი 2017 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
რაის მონდომებაზეა საუბრობს, პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა რუნის აქ და გოლიც გააქ, და მეტი რაღა ქნას, რუნი ბევრჯერ იკრებდა ფორმას და როცა ამ პროცესში იყო სულ დაამტვრიეს, კიდევ კარგ ფორმაშია და კარგად მოდზრაობს, 5 კილო რომ დააგდოს სულ არ გაუჭირდება მოძრაობა და იფრენს :)
1
№4
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi runi jer adrea sheni chamowera ❤️
1
№5
ავტორი: Gamkrelidze
9 იანვარი 2017 14:27
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
დიეტა არ აწყენდა ბებერ ლომს wink love
0
№6
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2017 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა პასებს აკეთებს ეს ბებერი ნახეთ სერიოზული ხედვა აქ ამას და ქერიქს love ეს მევასება ზოგადად ინგლისურ ფეხბურთში გრძელი და ზუსტი გადაცემები love am
0
№7
ავტორი: Rooni
9 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Me mjera sheni kide shedzleb magal doneze tamashs arc mondomeb gaklia da araferi

Yvelaze meti asisti paxodu golebi karg momentebsac qmnis da meti ragaaketos agaraa centr forvardi da shedabamisad bevr gols cegar gaitans samagierod asistebs aketebs ❤️
0
№8
ავტორი: stepno
9 იანვარი 2017 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ზუსტად დაახასიათა winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top