ჟოზე მოურინიო სჯერა, რომ ერთ დღეს მარკუს რეშფორდიც შეძლებს უეინ რუნისა და სერ ბობი ჩარლტონის მიღწევის გამეორება.
შაბათს "რედინგის" წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა წარსულისა და აწმყოს ფეხბურთელების 249-გოლიანი რეკორდი გააერთიანა, იმავე შეხვედრაში კი 19 წლის რეშფორდმა დუბლი შეასრულა.
"დაშორებების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვინც ყველაზე ახლოს იყო, "იუნაიტედი" უკვე დატოვა. თანამედროვე ფეხბურთში ეს განსაკუთრებით რთულია. არ ვიცი, ან ვინ იცის?
მარკუსი ჯერ 19 წლისაა. "იუნაიტედში" კარიერის ბოლომდე თუ დარჩება, შეიძლება, ერთ დღეს შეძლოს კიდეც, თუმცა რუნის ძალიან ბევრი გოლი აქვს", - განაცხადა მწვრთნელმა.
რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედში" მხოლოდ გასული წლის თებერვალში შედგა, მაგრამ მან უკვე მოახერხა 14 გოლის გატანა კლუბის რიგებში.