ფრანგი განაპირა მცველი, პატრის ევრა დღესდღეობით "იუვენტუსის" რიგებში ირიცხება, თუმცა მის "ტურინულ" კარიერას ბოლო დროს ბევრი კითხვისნიშანი გაუჩნდა. პატრისი ბოლო დროს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვეღარ იკავებს და ამით იგი უკმაყოფილოა, გარდა ამისა მას სხვა შემოთავაზებებიც აქვს, თავისი კარიერის გასაგრძელებლად.
პატრის ევრა "იუვენტუსს" 2014 წელს შეუერთდა. იგი ამჟამად "იუვენტუსში" მესამე სეზონს ატარებს. მან ამ დროის განვმალობაში 4000 წუთზე მეტი დრო გაატარა მინდორზე. იგი გახდა იტალიის "სერია ა"-ს გამარჯვებული (3), "კოპა იტალიას" გამარჯვებული (2) და იტალიის "სუპერ თასის" გამარჯვებული (1).
35 წლის მცველს აქტიურად უკავშირებენ ესპანეთში გადაბარგებას და "ვალენსიასთან" კონტრაქტის გაფორმებას, და ასევე "ოლდ ტრაფოდრზე" დაბრუნებას, თუმცა რა სტატუსით, ჯერ უცნობია.
"ევრა გამოძახებული არ იქნა, ვინაიდან იგი ფიქრობს თავის სამომავლო გეგმებზე, თავის კარიერაზე. თუ ის გუნდს დატოვებს, ჩვენ მის შემცვლელს აღარ შევიძენთ, რადგან გუნდში უკვე გვყავს მისი შემცვლელები.
მისი კონტრაქტი ივნისში იწურება, თუმცა ვეჭვობ რომ ჩვენი ურთიერთობა ივნისამდე მიაღწევს. ვნახოთ რა მოხდება." - განაცხადა ჟუსეპე მაროტამ, კლუბის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.