თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2838,
კომენტარები: 10
რა უთხრა მოურინიომ რეშფორდს შესვენებაზე
ჟოზემ ახალგაზრდა ფორვარდს მხარდაჭერა გამოუცხადა.
რა უთხრა მოურინიომ რეშფორდს შესვენებაზე
"რედინგისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო მარკუს რეშფორდთან პირადად მივიდა და უთხრა, რომ არ აღელვებდა იმ მომენტები, რომლებიც ახალგაზრდა ინგლისელმა ვერ გამოიყენა.

მატჩის პირველი ტაიმში მარკუსს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ვერც მეკარის მოტყუების შემდეგ და ვერც მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ ვერ ახერხებდა მეტოქის კარის აღებას.

თუმცა 19 წლის ფეხბურთელმა 24 სექტემბრის შემდეგ უგოლო სერია მაინც დაასრულა და "რედინგთან" შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

"შესვენებაზე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არ მაღელვებდა პირველ ტაიმში გამოუყენებელი მომენტები, რადგან მათი დაცვის ხაზის გარღვევაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და კარგად თამაშობდა, ამიტომ ერთი გოლით მეტი იქნებოდა თუ ნაკლები, არაფერს ცვლიდა, მაგრამ თავდამსხმელისთვის გოლის გატანა ბედნიერებას, თავდაჯერებულობას ნიშნავს და კარგია, რომ გაიტანა.

ძალიან სწრაფია და მარკუსთან ერთად ვიცით, როგორ უნდა გარდავქმნათ გუნდი ზლატანიდან მარკუსამდე, რადგან ამ დროს სულ სხვა სახის მოძრაობებია საჭირო.

მარკუსთან ერთად ძალიან ობიექტურად ვთამაშობდით და "რედინგს" ბევრი პრობლემა შევუქმენით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში",
- განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
8 იანვარი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
წითელი ეშმაკების მომავალია რაშფორდი love
0
№2
ავტორი: Bacho1995
8 იანვარი 2017 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ჩემი აზრით სასტარტოში ჯერ მაინც არ უნდა იყოოს პრემიერ ლიგის თამაშებში მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად მაგარი ბიჩიაა
0
№3
ავტორი: pogba.
8 იანვარი 2017 15:38
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ლივერპულს შეუდეე რა მოუ :))0
0
№4
ავტორი: mogeba
8 იანვარი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
liverpuli unda davachoqot
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2017 16:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოუს მიდგომა ფეხბურთელებისადმი მაგრად მევასება. "ატრაკებს" შვაინასთან მარა თავიდანნვე ნათლად მიაშნიშნა ყველას რომ არ აპირებდ ამაგის გამოყენებას. ფელაინი რო ფელაინია მაგასაც როგორ ენდობა და ცდილობს მაქსიმუმის ამოღებას. ვან გაალი დაშვებულ შეცდომებს არ პატიობდა სასტავს, ერტი ჩავარდნილი თამაში და 4-5 მატჩი არ ჩანდნენ
0
№6
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Chveni momavaliaa
0
№7
ავტორი: gaga1987
8 იანვარი 2017 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მშვენიერ დროს აძლევს ასკთან შედარებით, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს
0
№8
ავტორი: stepno
8 იანვარი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლივერპულთან არამგონია სასტავი დაიწყოს
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
8 იანვარი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლივერპული დაიმუტლოს უნდა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2017 23:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მორიგ გოლებს ველით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top