მარკუს რეშფორდი მოხარულია, რომ უგოლო სერია დაასრულა.
მარკუს რეშფორდი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით უგოლო სერია დაასრულა და "რედინგთან" მატჩში დუბლით გამოიჩინა თავი.
მიუხედავად კარგი თამაშისა და თანაგუნდელებისთვის მიწოდებული საგოლე გადაცემებისა, ახალგაზრდა თავდამსხმელის პრემიერ ლიგაში 24 სექტემბერს "ლესტერის" კარში გატანილი გოლის შემდეგ უგოლოდ იყო.
მაგრამ იაპ სტამის გუნდთან ინგლისის თასის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შედეგად მან დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს 4-0 გამარჯვებაში დაეხმარა.
"კარგი გრძნობაა კიდევ ერთხელ გატანა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ უნდა მოდუნდე და ის აკეთო, რასაც აკეთებდი.
შედეგის მისაღწევად ბევრს ვშრომობდით და გამარჯვება ჩვეულებრივ ასეთია - პატივისცემა უნდა დაიმსახურო, თამაშის უფლება მოიპოვო და ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა მარკუსმა.
სწრაფ ინგლისელს ცოტა ხანი მოცდა მოუწია, სანამ გოლების გატანით გამოწვეულ ემოციას კვლავ გამოცდიდა, თავისი მეხუთე და მეექვსე გოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ თავს ბედნიერად გრძნობს.
"უგოლობის პერიოდის ნახევარი შემაშფოთებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც კარგად თამაში და საგოლე გადაცემების კეთება დავიწყე, გოლები თავისით მოვიდოდა და ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ"."წითლებმა" ჩემპიონშიპში მოასპარეზე გუნდის წინააღმდეგ შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს ანგარიში და რეშფორდი მიმოიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნაადრევი გოლების გატანა.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გოლის ადრე გატანა. ის ფაქტი, რომ ნაადრევად გავიტანეთ გოლი, მთელ გუნდს ამშვიდებს და უფრო მოდუნებულად აგრძნობინებს თავს, რადგან წარსულში დავინახეთ, რომ დაბალი დივიზიონის გუნდები მაღალი დივიზიონის გუნდებს თავდადებული ფეხბურთის ხარჯზე ამარცხებენ და ამ ნაადრევმა გოლმა ყველას ნერვები მოადუნა"."იუნაიტედის" მაისურით თავისი 249-ე გოლის გატანის შემდეგ რუნის მხოლოდ ერთი გოლი აშორებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდის წოდებამდე - მიღწევამდე, რასაც რეშფორდი ეთაყვანება.
"დაუჯერებელი მიღწევაა. თუ გადახედავთ ყველა იმ მატჩს, რომელიც ჩაატარა და ყველა იმ გოლს, რომელიც კლუბის რიგებში გაიტანა, საოცარია, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მოზარდი თავდამსხმელებისთვის ამის ხილვა საოცარია". "წითლებს" შესანიშნავი გამარჯვებათა სერია აქვთ, რომელიც რვა მატჩს მოიცავს და ჟოზე მოურინიოს გუნდი ლიგის თასზე "ჰალ სიტისთან" მატჩს კარგი განწყობით ხვდება.
"ვფიქრობ, მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით და ერთმანეთს კიდევ უფრო უკეთ ვეცნობით, ამჟამად კლუბში ყველა პოზიტიურ განწყობაზეა".წყარო:
manutd.com