ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ იანვარში მცველს არ შეიძენს და ერიკ ბაიის დაბრუნებას დაელოდება.
"იუნაიტედს" "საუთჰემპტონისა" და "ბენფიკას" მცველებს, ჟოზე ფონტესა და ვიქტორ ლინდელეფს უკავშირებდნენ შესაბამისად.
მაგრამ ფილ ჯონსი, მარკოს როხო და კრის სმოლინგი ჯანმრთელები არიან და კარგად თამაშობენ, რის გამოც მოურინიო ახალი მცველის გადაბირებას არ აპირებს.
"არა, ბაიის დაველოდები. ვფიქრობ, ამ რვა მატჩში ეს სამი მცველიც გაართმევს თავს. თითოეულ მატჩში ერთს დავასვენებ. შაბათს ერთი დაისვენებს, "ჰალის" წინააღმდეგ მეორე.
ამ სამ ფეხბურთელს შორის როტაციას ვეცდებით. თუ დაგვჭირდება, მეოთხე ვარიანტად დეილი ბლინდიც გვყავს. მაიკლ კერიკიც აქვეა, ასე რომ, ვცდით", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.