თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1805,
კომენტარები: 10
მოურინიო: "დე ხეას სერია უნდა დასრულდეს"
მოურინიოს განცხადება დე ხეას მიღწევის შესახებ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დავიდ დე ხეა შეაქო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს არ სურს, რომ მეკარემ ზედიზედ მეოთხედ მოიგოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

ესპანელი მეკარე 2014, 2015 და 2016 წლებში სერ მეტ ბასბის სახელობის ჯილდოს მფლობელი, რაც "იუნაიტედის" ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

დე ხეას სათამაშო ფორმა მიმდინარე წელსაც კარგია და მას არაერთხელ გადაურჩენია გუნდია გაშვებული გოლისგან, მაგრამ ამ ტრადიციის დარღვევა "იუნაიტედის" შემტევი ფეხბურთელების კარგ თამაშს ნიშნავს.

"ვფიქრობ, როცა მეკარე ხდება წლის საუკეთესო მოთამაშე, რაღაც არასწორად კეთდება. იმედი მაქვს, ამ სეზონში დავიდი ვეღარ გახდება ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მნიშვნელოვან სეივებს ისევე გააკეთებს, როგორც წინა მატჩში",
- განაცხადა მოურინიომ.

"ვესტ ჰემთან" მატჩში ესპანელმა მაიკლ ანტონიოს წინააღმდეგ დდიდებული სეივი განახორციელა, რამაც სამომავლოდ "იუნაიტედს" ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაში შეუწყო ხელი.

"მატჩის ბოლოს დავიდს ჩავეხუტე, რადგან ანტონიოს წინააღმდეგ განხორციელებული სეივის გარეშე სამ ქულას ვერ ავიღებდით. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ანტონიოს რომ გაეტანა, ისე იცავდნენ თავს და ისე ორგანიზებულად თამაშობდნენ, რომ მოგება გაგვიჭირდებოდა".

მოურინიოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ მეკარე ჯილდოს გადაცემით აღიარონ, მაგრამ ურჩევნია, დე ხეას სერია "ოლდ ტრაფორდზე" დასრულდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მეტოქის კართან კარგად თამაშობს.

"რა თქმა უნდა, მირჩევნია მეკარე აღიარონ. მინდა, რომ ოქროს ბურთი მოიგონ და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ, რადგან მეკარე ის მარტოსული ადამიანია მოედანზე, რომელსაც განსხვავებული ფერის მაისური აცვია. როცა ფენომენალურად თამაშობს, ხალხი ივიწყებს და როცა შეცდომას უშვებს, ყველას ამახსოვრდება.

მაგრამ რეალობა ის არის, რომ როცა სეზონიდან სეზონამდე მეკარე ხდება საუკეთესო მოთამაშე, რაღაც არასწორად კეთდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
7 იანვარი 2017 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მართალია.არაფერი დავიდის საწინააღმდეგო პირიქით ძაან გვევასება ყველას,მაგრამ ბოლო სამი სეზონი იმდენად ბნელი სეზონი იყო,რომ მეკარე გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.ესეიგი დაცვა,შეტევა და ნახევარდაცვა თავის საქმეს ვერ აკეთებდა.დავიდი არის თავისი თაობის მეკარეებში საუკეთესო (ჩეხი, ბუფონი და კასილასი სხვა თაობაა). ამ სამ წელს რაც მაგან სეივები აკეთა,ვერცერთი სხვა მეკარე ვერ დადებდა იგივე შედეგს.ფაქტიურად შარშან მაგან და მარსიალმა ათრიეს გუნდი.
ამიტომ აწი ზლატანი/პოგბა/მხითო/მარსიალი მირჩევნია გახდეს სეზონის საუკეთესო ვიდრე მეკარე. winked
0
№2
ავტორი: tyeshela1
7 იანვარი 2017 13:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
დათო მაგარი კაცია :ddd ყველაზე ნიჭიერი მეკარე დღეისთვის
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თითქმის დარწმუნებული ვარ რო ამ სეზნოში ვეღარ გახდება wink
0
№4
ავტორი: Lady in red
7 იანვარი 2017 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დე ხეას სერია ბიჭებმა უნდა შეწყვიტონ. ითამაშონ კარგად და ყველაფერი დამთავრდება ამით. დათუნამ გააგრძელოს თავის გიჟური სეივები, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი აღარ უნდა გახდეს, ეს ყველაფერი გუნდურ თამაშზეა დამოკიდებული.
1
№5
ავტორი: giorgi_mg
7 იანვარი 2017 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დევიდმა ჩვენთან უნდა დაამთავროს კარიერა, რაც დრო გავა უფრო მაღალ დონეზე დაიწყებს თამაშშს და წარმოიდგინეთ რა ისტორიას დაწერს ეს ბიჭი არამარტო იუნაიტედში არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
0
№6
ავტორი: GeorgeBest
7 იანვარი 2017 14:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს მეეჭვება შანსი ჰქონდეს. ადრინდელივით ბევრი საქმე არ აქვს
0
№7
ავტორი: gela-manutd
7 იანვარი 2017 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
დევიდაპატარა ვანდერსაარია
0
№8
ავტორი: Gigo
7 იანვარი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
manunited დავითა ძმა ხარ რა
0
№9
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Wels ar emuqrebaa ❤️
0
№10
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა ეგრეაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top