"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდა კარგი ინიციატივაა, რადგანაც ფეხბურთელები უფრო დაცულნი იქნებიან.
FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მიაჩნია, რომ 2026 წლიდან 16 3-გუნდიანი ჯგუფის შექმნის ინიციატივას მხარს დაუჭერენ, როცა მომდევნო კვირაში FIFA კონსულები შეიკრიბებიან.
ევროპული საკლუბო ასოციაცია - რომლის წევრიც "იუნაიტედია" - უკვე გამოხატა თავისი წინააღმდეგობა, მაგრამ მოურინიო ამ წამოწყებას მხარს უჭერს.
"სრულიად მხარს ვუჭერ. როგორც კლუბის მწვრთნელი, თუკი გაფართოება უფრო მეტ თამაშს, უფრო ნაკლებ არდადეგებსა და ნაკლებ წინასასეზონო დროს გულისხმობს, უარს ვიტყვი. მაგრამ კრიტიკოსებმა უნდა გაიგონ და გააცნობიერონ, რომ გაფართოება მეტ მატჩს არ ნიშნავს. ამ მხრივ ფეხბურთელებიც და კლუბებიც დაცულნი არიან.
სამგუნდიან ჯგუფებს ვამჯობინებ. ორი მატჩი და მერე პლეი-ოფში გასვლა, ან სახლში წასვლა. ამ მხრივ, ჯგუფში ორი მატჩი გადამწყვეტია, მერე კი პლეი-ოფია, რაც უფრო მეტ ემოციას მოიტანს.
ნაკლები პოტენციალისა და გამოცდილების გუნდები ორ თამაშს ჩაატარებენ და სახლში წავლენ. მაგრამ ამ გზით უფრო გაუმჯობესდებიან და გამოცდილება მიიღებენ, რაც მათ ეკონომიკურ ჯილდოს მოუტანს - მათ შორის სამომავლო ინვესტირებას საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში.
გაფართოება ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უფრო საოცარი სოციალური მოვლენა იქნება. უფრო მეტი ქვეყანა, მეტი ინვესტიცია სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდულ ფეხბურთში.
უფრო მეტი ერის მონაწილეობა უფრო მეტ ემოციას, ბედნიერებასა და ენთუზიაზმს მოიტანს. ბევრი ქვეყანა ნიშნავს, რომ უფრო მეტი აფრიკელი, აზიელი და ამერიკელი იქნება ერთად.
ფეხბურთი ვითარდება კლუბებში, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატზე ხარისხიანი ფეხბურთის ნაკლებობას არ უნდა ველოდეთ. მსოფლიო ჩემპიონატი სოციალური მოვლენაა და ფეხბურთი ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო აფართოებს გულშემატკივართა ემოციაშია".