თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1588,
კომენტარები: 8
სტამი: "იბრაჰიმოვიჩი წარმატების გარანტიაა"
იაპ სტამი იბრაჰიმოვიჩით აღფრთოვანებულთა სიას შეუერთდა.
სტამი:
იაპ სტამი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქებს და მას წარმატების გარანტიას უწოდებს.

"წითელი ეშმაკების" ყოფილი მცველი შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "რედინგის" მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდება, რათა ინგლისის თასის ეგიდით ჟოზე მოურინიოს გუნდს დაუპირისპირდეს.

35 წლის შვედ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში იშვიათად ეძლეოდა დასვენების საშუალება და როგორც მოსალოდნელია, "რედინგთან" მატჩი ამ მხრივ გამონაკლისი იქნება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზლატანს ინგლისის თასზე ასპარეზობის საშუალება აქვს.

სტამისთვის კი, რომელიც ორჯერ დაპირისპირებია იბრაჰიმოვიჩს სერია A-ში, როცა "მილანსა" და "იუვენტუსში" გამოდიოდნენ შესაბამისად, კარგადაა ცნობილი იბრაჰიმოვიჩის შესაძლებლობები.

"ჩვენი დაპირისპირება ცოტა სხვანაირიც იყო - ფიზიკური ორთაბრძოლა. კარგი ფეხბურთელია. მაღალი, ძლიერი და სხეულს კარგად იყენებს.

დიდი ფეხბურთელის კვალობაზე ბურთით კარგ ტექნიკას, პირველ შეხებას და ყველაფერს კარგს ავლენს. პირველ რამდენიმე იარდზე სწრაფიც კია.

დიდ გუნდებში ითამაშა, ყოველთვის გაჰქონდა გოლები, ყოველთვის იგებდა ტიტულებს და ყოველთვის იმ ადამიანებზე კარგად თამაშობდა, ვინც ტელევიზიით კომენტარს უკეთებენ.

მის კარიერას უყურებ და წარმატების გარანტიაა",
- განაცხადა სტამმა.

წყარო: express
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
7 იანვარი 2017 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
იბრაა მსოფლიოში ერთადერთია მოქმედი თავდამსხმელებისგან. მეორე ალბათ სუარესია დღეს დღეობით

კაროჩეე გრიზმანი მომდევნო სეზონში მგონი წითელი ეშმაკი იწნებააა დიდიაბათობით ძალიან ბევრი იწერება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 10:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს მართლა უნდა დაასვენოს და რეშფორდი ათამაშოს წინ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2017 10:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეს რუნი დაიკავებს ამის ადგილს. რეშფორდი კარგი იმ გუნდებთან, რომლებიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩაკეტილ რედინგთან ეგ ცენტრფორვარდად ვერაფერს იზამს. აი, სწრაფად რომ გავუტანოთ გოლი, ეგ სხვა საქმეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: SAF
7 იანვარი 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
likeaboss
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: giorgi_mg
7 იანვარი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დღეს უნდა ათამაშოს და შემდეგი თამაში უნდა დაასვენოს ჩემი აზრი ასეთია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
7 იანვარი 2017 14:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სადაც ითამაშა თავისი კვალი ყველგან დატოვა. აქაც იგივეს ველოდებით
0
№7
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Ulaparakod egrea
0
№8
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იბრა რა მაგრად ტეხავს მაქსიმუმ 1 წელი იქნება კიდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top