ჰოლანდიელს "უემბლიზე" დაბრუნება სურს.
ინგლისის თასის დაცვას "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ "რედინგთან" მატჩით დაიწყებს, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედ გამარჯვებულს იაპ სტამი ეწვევა.
გასულ მაისს "კრისტალ პალასთან" დრამატულ მატჩში მოპოვებულმა გამარჯვებამ 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა თასი "ოლდ ტრაფორდზე", დეილი ბლინდმა კი "წითლებთან" ერთად პირველად მოიგო ტიტული.
შაბათის მატჩის წინ ჰოლანდიელი მცველი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა.
"ინგლისის თასის მოგება განსაკუთრებული გრძნობაა. ინგლისში ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და "იუნაიტედში" იმიტომ მოდიხარ, რომ ტიტულები მოიგო. კლუბში მეორე სეზონს ვატარებდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ინგლისის თასი აღვმართე. ჩემი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია".ბლინდი და მისი თანაგუნდელები მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ზედიზედ შვიდი გამარჯვების მოპოვებით ჩაერთვებიან და ჰოლანდიელს ამ წარმატების შენარჩუნება სურს.
"როცა ისე დგახარ გამარჯვებათა გზაზე, როგორც ჩვენ, პოზიტიური შეგრძნებები უმჯობესდება და უმჯობესდება. ვფიქრობ, ახლა დიდებულ ფორმაში ვიმყოფებით და ეს სულისკვეთება უნდა შევინარჩუნოთ. დიდებული შეგრძნებაა"."იუნაიტედის" მსგავსად "რედინგიც" გამარჯვებათა სერიით ხვდება მომდევნო მატჩს. გუნდი, რომელსაც ბლინდის თანამემამულე და "იუნაიტედის" ყოფილი მცველი იაპ სტამი წვრთნის, ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ჩემპიონშიპში მესამე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ბლინდი რთულ მატჩს ელის და თანაგუნდელებს მოუწოდებს, ამ მატჩსაც ისევე მიუდგნენ, როგორც ყველა დანარჩენ სხვას.
"უფრო დაბალი დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ რთული უნდა იყოს. ვერ ჩამოწერთ, რადგან ყოველთვის ჰყავთ ფეხბურთელი, რომლებიც სხვაობას ქმნიან.
მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა არავის უყვარს. ასევე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და ყოველ მატჩში ჩვენი საუკეთესო დონე ვაჩვენოთ - მხოლოდ ასე მიიღწევა გამარჯვება.
ვთამაშობთ დაბალი დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ თუ პრემიერ ლიგის გუნდის წინააღმდეგ, თავდაჯერებულობის გამოვლენა და ჩვენი თამაშის ჩვენება არ უნდა შევწყვიტოთ".შაბათის მატჩს სამშაბათს უკვე სხვა ტურნირზე, "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩი დაერთვება, რომელმაც ლიგის თასის ფინალისტს საპასუხო მატჩამდე უპირატესობა უნდა მოუპოვოს.
"ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ჯანმრთელი გუნდი გვყავს და ყველა გვჭირდება, რადგანაც ბევრი მატჩი გვაქვს.
კონკურენცია გუნდს უფრო და უფრო კარგ ხდის. ყველას სურს თავისი ადგილისთვის ბრძოლა და როცა კონკურენცია მაღალია, კარგად უნდა ითამაშო, რაც გუნდისთვის სასარგებლოა".წყარო:
manutd.com