თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 12
ბლინდი "უემბლიზე" დაბრუნების მოლოდინში
ჰოლანდიელს "უემბლიზე" დაბრუნება სურს.
ბლინდი
ინგლისის თასის დაცვას "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ "რედინგთან" მატჩით დაიწყებს, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედ გამარჯვებულს იაპ სტამი ეწვევა.

გასულ მაისს "კრისტალ პალასთან" დრამატულ მატჩში მოპოვებულმა გამარჯვებამ 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა თასი "ოლდ ტრაფორდზე", დეილი ბლინდმა კი "წითლებთან" ერთად პირველად მოიგო ტიტული.

შაბათის მატჩის წინ ჰოლანდიელი მცველი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა.

"ინგლისის თასის მოგება განსაკუთრებული გრძნობაა. ინგლისში ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და "იუნაიტედში" იმიტომ მოდიხარ, რომ ტიტულები მოიგო. კლუბში მეორე სეზონს ვატარებდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ინგლისის თასი აღვმართე. ჩემი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია".

ბლინდი და მისი თანაგუნდელები მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ზედიზედ შვიდი გამარჯვების მოპოვებით ჩაერთვებიან და ჰოლანდიელს ამ წარმატების შენარჩუნება სურს.

"როცა ისე დგახარ გამარჯვებათა გზაზე, როგორც ჩვენ, პოზიტიური შეგრძნებები უმჯობესდება და უმჯობესდება. ვფიქრობ, ახლა დიდებულ ფორმაში ვიმყოფებით და ეს სულისკვეთება უნდა შევინარჩუნოთ. დიდებული შეგრძნებაა".

"იუნაიტედის" მსგავსად "რედინგიც" გამარჯვებათა სერიით ხვდება მომდევნო მატჩს. გუნდი, რომელსაც ბლინდის თანამემამულე და "იუნაიტედის" ყოფილი მცველი იაპ სტამი წვრთნის, ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ჩემპიონშიპში მესამე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ბლინდი რთულ მატჩს ელის და თანაგუნდელებს მოუწოდებს, ამ მატჩსაც ისევე მიუდგნენ, როგორც ყველა დანარჩენ სხვას.

"უფრო დაბალი დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ რთული უნდა იყოს. ვერ ჩამოწერთ, რადგან ყოველთვის ჰყავთ ფეხბურთელი, რომლებიც სხვაობას ქმნიან.

მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა არავის უყვარს. ასევე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და ყოველ მატჩში ჩვენი საუკეთესო დონე ვაჩვენოთ - მხოლოდ ასე მიიღწევა გამარჯვება.

ვთამაშობთ დაბალი დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ თუ პრემიერ ლიგის გუნდის წინააღმდეგ, თავდაჯერებულობის გამოვლენა და ჩვენი თამაშის ჩვენება არ უნდა შევწყვიტოთ".


შაბათის მატჩს სამშაბათს უკვე სხვა ტურნირზე, "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩი დაერთვება, რომელმაც ლიგის თასის ფინალისტს საპასუხო მატჩამდე უპირატესობა უნდა მოუპოვოს.

"ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ჯანმრთელი გუნდი გვყავს და ყველა გვჭირდება, რადგანაც ბევრი მატჩი გვაქვს.

კონკურენცია გუნდს უფრო და უფრო კარგ ხდის. ყველას სურს თავისი ადგილისთვის ბრძოლა და როცა კონკურენცია მაღალია, კარგად უნდა ითამაშო, რაც გუნდისთვის სასარგებლოა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
6 იანვარი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მალადეც ბლინდ, მართალი ხარ good2 წარმატებები აბა თქვენიცით...მასხარად ნუ აიგდებთ მარა მოსაგები უნდა მოიგოთ.... fellow
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2017 17:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი სერია აქვს გუნდს და რედინგთანაც უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი
0
№3
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2017 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ese unda gavagzelot blind ❤️
0
№4
ავტორი: vanovano
6 იანვარი 2017 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ესეც რო მოვიგოთ პირველზე ვიქნებით თასების რაოდენობით ხო?
0
№5
ავტორი: LASHQARA
6 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: vanovano
ესეც რო მოვიგოთ პირველზე ვიქნებით თასების რაოდენობით ხო?

ისედაც ვართ ვინ გვისწრებს რო??
0
№6
ავტორი: tyeshela1
6 იანვარი 2017 19:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ეს მეორე სეზნს ატარებს თუ მესამეს belay
0
№7
ავტორი: RojoDiablo
6 იანვარი 2017 19:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tyeshela1
ეს მეორე სეზნს ატარებს თუ მესამეს belay

მესამეს. შარშან რომ მოვიგე, მეორე სეზონს ვატარებდიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: vanovano
6 იანვარი 2017 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: LASHQARA
ციტატა: vanovano
ესეც რო მოვიგოთ პირველზე ვიქნებით თასების რაოდენობით ხო?

ისედაც ვართ ვინ გვისწრებს რო??


არსენალს აქვს თორმეტი ჩვენც თორმეტი და იმედია მეცამეტესაც მიაყოლებს ჟოზე
0
№9
ავტორი: LASHQARA
6 იანვარი 2017 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: vanovano
ციტატა: LASHQARA
ციტატა: vanovano
ესეც რო მოვიგოთ პირველზე ვიქნებით თასების რაოდენობით ხო?

ისედაც ვართ ვინ გვისწრებს რო??


არსენალს აქვს თორმეტი ჩვენც თორმეტი და იმედია მეცამეტესაც მიაყოლებს ჟოზე

ჩემპიონთა ლიგაზე ჯობია დავეწიოთ სხვა გუნდებს, ესეც იასნია არ გვაწყენს love
0
№10
ავტორი: R10NEY
6 იანვარი 2017 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top