"რედინგის" მთავარ მწვრთნელს, იაპ სტამს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაფერი ადამიანი იპოვა იმისათვის, რომ ტიტულების მოგების გზას დაუბრუნდეს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში "წითლებმა" მხოლოდ ინგლისის თასის მოგება შეძლეს ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით, თუმცა პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ ახერხებენ და ორი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოტოვეს.
44 წლის სტამს მიაჩნია, რომ მოურინიო გუნდს წარმატების გზაზე დააბრუნებს.
"ის არის მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის, ჩემპიონატისა და ინგლისის თასის მოგება სურს. ამ გუნდითაც კი. ჩემპიონატის მოსაგებად საჭირო დონე აქვთ.
ჟოზე არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ტიტულის მოგებას ცდილობს. შესაძლოა, რამდენიმე ცვლილება განახორციელოს, მაგრამ მატჩის მოგებაც ენდომება. "იუნაიტედის" ამჟამინდელი გუნდი ძალიან კარგია, ბევრი შესაძლებლობა აქვთ.
ისინი ჩვენი დროისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, იქნებ ჩემპიონატის გამო, მაგრამ ბევრი ფული დახარჯეს. ამ ფეხბურთელებში საკუთარი თავისადმი რწმენას თუ გააღვიძებ, შედეგის მოტანას შეძლებენ. ამისთვის საჭირო მოთამაშეები ჰყავთ.
მოურინიო ძალიან გამოცდილია და გუნდში ამ მენტალიტეტს ეძებს, რასაც ფიზიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ურთავს. იანვარში და ზაფხულში უფრო მეტი ახალი ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება", - განაცხადა სტამმა.