"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი და "რედინგის" მთავარი მწვრთნელი იაპ სტამი იმედოვნებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თბილად დახვდებიან.
ინგლისის თასის მატჩში "წითელი ეშმაკები" შაბათს სწორედ სტამის გუნდს უმასპინძლებენ და ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე მატჩის მოგებას ეცდებიან, სტამს კი იმედი აქვს, რომ თავის ყოფილ გუნდს ამაში ხელს შეუშლის და მომდევნ ეტაპზე "რედინგი" გავა.
"სიმართლე გითხრათ, მატჩისგან არაფერს ველი, მაგრამ თბილი დახვედრა კარგი იქნებოდა. იქ დიდებული დრო გამიტარებია. მიყვარდა კლუბი და გულშემატკივრები. ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ასეთი შემთხვევით აქამდე დაბრუნების საშუალება არ მქონია. ამიტომ კარგია, რომ ვბრუნდები, კარგია იქ თამაში. თუმცა, საქმე ჩემში არ არის, საქმე გუნდშია, რომელიც იქ ჩადის და იმედი მაქვს, სიურპრიზები ვიქნებით", - განაცხადა ჰოლანდიელმა.