"იუნაიტედმა" "რომას" წინადადებით მიმართა.
ჟოზე მოურინიომ 32.5 მლნ. ფუნტი შესთავაზა "რომას" კოსტას მანოლასისთვის, რადგანაც ვიქტორ ლინდელეფის შეძენას აღარ აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკადან" შვედი ცენტრალური მცველის გადაბირებას გეგმავდა, მაგრამ მოლაპარაკებები აღარ შედგება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოურინიო დაცვის ხაზის გაძლიერებას აღარ აპირებს, ამიტომ ყურადღება "რომას" მცველზე გადაიტანა.
გასულ მაისს, როცა მოურინიო იმ ფეხბურთელთა სიას ადგენდა, ვის შეძენასაც გეგმავდა, მანოლასი მაშინაც მოექცა ჟოზეს ყურადღების ცენტრში მის თანაგუნდელ, ალესანდრო ფლორენცისთან ერთად.
თუმცა, "რომას" სულაც არ სურს 25 წლის მცველთან განშორება.
საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც სერია A-ში 2014 წელს "ოლიმპიაკოსის" დატოვების შემდეგ გადავიდა 12.8 ფუნტად, თავისი გუნდის ბოლო სამი მატჩიდან 2 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
თუ "რომა" თავისას არ მოიშლის და ფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უფრო სარფიანი შეთავაზებისთვისაც იქნება მზად.
წყარო:
the sun