დეკემბერში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო გოლის გამოვლენა უკვე დაიწყო და მასში ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჰენრიხ მხითარიანს რამდენიმე ნომინაცია აქვთ.
მხითარიანის სამივე გოლი - სოლო რეიდი "ზორიასთან", გამარჯვების გოლი "ტოტენჰემთან" და "სკორპიონის" დარტყმა "სანდერლენდთან" - მოხვდა ნომინანტთა შორის.
იბრაჰიმოვიჩსაც იმავე რაოდენობის გოლები აქვს, რომლებიც მან "ევერტონთან", "კრისტალ პალასთან" და "ვესტ ბრომვიჩთან" გაიტანა.
პოლ პოგბას თავური გოლი "მიდლსბროს" კარში - "იუნაიტედის" 2016 წლის ბოლო გოლი - პირველი გუნდის ნომინანტებს ასრულებს, თუმცა მომავალმა ვარსკლავებმაც თქვეს თავიანთი სიტყვა.
ტაჰიტ ჩონგის დიდებული მიღება და შესრულება ინგლისის ახალგაზრდულ თასზე სავსებით მოსალოდნელად მოხვდა ნომინანტთა შორის, ისევე, როგორც ეთან ჰამილტონის გოლი "ვესტ ბრომის" კარში.
ათეულს ასრულებს დემი მიტჩელის დარტყმა "მიდლსბროს" კარის აღებისას, რომელმაც პრემიერ ლიგის საერთაშორისო თასის მომდევნო რაუნდის საგზური მოუტანა გუნდს.