"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სემ ჯონსტონი სეზონის დარჩენილ ნაწილს "ასტონ ვილაში" იჯარის წესით გაატარებს.
23 წლის მეკარე აქამდე "სქანთორპ იუნაიტედში", "უოლსონში", "იოვილ თაუნში", "დონკასტერ როვერსსა" და "პრესტონ ნორტ ენდში" იყო განათხოვრებული, რათა სათამაშო პრაქტიკა მიეღო.
ჯონსტონმა "ასტო ვილას" ოფიციალურ ვებ-საიტს განუცხადა: "მართლაც მოხარული ვარ "ასტონ ვილაში" გადასვლით - დიდი კლუბია.
ამ შესაძლებლობას უარით ვერ გაისტუმრებდი. აქ ყოფნით მოხარული ვარ და სტივ ბრიუსთან ერთად მუშაობას მოუთმენლად ველი. მის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია".
ბრიუსმა, "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა "ვილელები" ჩემპიონშიპში ცუდი სტარტის აღების შემდეგ ცხრილის შუა ნაწილში აიყვანა.
ჯონსტონმა ოქტომბერში "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონში იგი ორჯერ მოხვდა გუნდის განაცხადში. "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ერთადერთი იქნება, ვისაც იანვარში იჯარის წესით კლუბის დატოვების უფლებას მისცემდა.
ჯონსტონის ადგილს კი "წითლების" რიგებში იჯარიდან დაბრუნებული ჯოელ კასტრო პერეირა დაიკავებს.