"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა გამოტყდა, რომ აღარ სურს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება.
26 წლის ესპანელი სამჯერ გახდა სერ მეტ ბასბის სახელობის ჯილდოს მფლობელი 2014, 2015 და 2016 წლებში, რაც "იუნაიტედის" კრიზისის წლებს დაემთხვა.
"მირჩევნია ეს პრიზი თავდამსხმელმა ან სხვა ვინმემ მოიგოს. ეს აღნიშნავს, რომ გუნდმა საერთო ჯამში კარგად ითამაშა და გოლები გაიტანა.
ჩემთვის იდეალური თამაში მაშინაა, როცა ბურთს არ ვეხები, ჩვენ კი 3:0 ან 4:0 ვიგებთ. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენი დაცვა მეტოქეს ბევრ მომენტს არ აქმნევინებს ჩვენს კართან, მუდმივად ყურადღებით ვართ და ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით მატჩის დროს.
როგორც მეკარე, ამ სეზონში უფრო მენტალურად ვიღლები, ვიდრე ფიზიკურად. ინგლისური უფრო დავხვეწე და მუდმივად ველაპარაკები მცველებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს საქმეს უკეთ ვაკეთებ, ვიდრე ადრე.
კლუბში მოსვლის შემდეგ ძალიან გავიზარდე, როგორც მეკარე. ფიზიკურადაც და მენტალურადაც უფრო ძლიერი გავხდი. "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი ვარ და ბევრ სათამაშო დროს ვიღებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტის მიღწევა მსურს. უფრო მეტი ტიტულის მოგება და "იუნაიტედისთვის" მწვერვალზე დაბრუნებაში დახმარების გაწევა მინდა", - განაცხადა "იუნაიტედის" ნომერმა პირველმა.