უახლესი Trickbox "სანდერლენდთან", "მიდლსბროსა" და "ვესტ ჰემთან" მატჩის ეპიზოდებს შეიცავს.
პოლ პოგბა, როგორც ყოველთვის, ძალიან ხშირად ხვდება ვიდეოკადრებში და მისი ერთი მოძრაობა, რომელმაც "ვესტ ჰემის" დუეტს, მაიკ ანტონიოსა და ჩეიხუ კუიატეს თავს რეტი დაასხა, Trickbox-ის მარგალიტია. აქვეა შეყვანილი ფრანგის ოსტატური გადაცემები, რომელთაგან ერთ-ერთი მარუან ფელაინიმ ასევე ოსტატურად გაიჩერა.
კიდევ ერთხელ იხილავთ ჰენრიხ მხითარიანის მიერ გატანილ საოცარ გოლს "სანდერლენდის" კარში, თუმცა სომეხი სხვა ეპიზოდებიდაც მოხვდა ვიდეოში.
აქვე შეხვდებით ზლატან იბრაჰიმოვიჩის, დეილი ბლინდის, ხუან მატასა და ენტონი მარსიალის მოქმედებებსაც.
ვიდეოები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.