"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად სესარ ასპილიკუეტა და ადამა ლალანა დაამარცა, რის შემდეგაც დეკემბერში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჩატარებულ გამოკითხვაში დაახლოებით 64 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შვედს 24 092 ხმა ერგო.
"ლივერპულელმა" ლალანამ 17 935 ხმა მიიღო, ხოლო "ჩელსის" ფეხბურთელმა ასპილიკუეტამ 11 944. ექვსეული დანარჩენ წევრებს "ტოტენჰემელი" დელე ალი (5863), "სანდერლენდის" მეკარე ჯორდან პიკფორდი (2874) და "ვესტ ჰემის" შემტევი დიმიტრი პაიე (1264) წარმოადგენენ.