როცა "ოლდ ტრაფორდის" ტაბლოზე მატჩისთვის განკუთვნილი დრო იწურება, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა არასდროს უნდა ჩათვალოს, რომ მატჩი უკვე წაგებულია.
"მიდლსბროსთან" მატჩი უახლესი მაგალითია იმისა, რომ "იუნაიტედს" მატჩის მიწურულს შეხვედრის ბედის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა შეუძლია.
სანამ "წითლები" მომდევნო სამ მატჩს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარებდნენ, გთავაზობთ ექვს გამორჩეულ გამარჯვებას მატჩების მიწურულს.
20/02/1993 v "საუთჰემპტონი" 2-1
ნიკი ბეინჯერის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ იფიქრებდით, რომ "წმინდანებთან" ქულები დაიკარგებოდა, მაგრამ რაიან გიგზის მიერ გატანილი ორი გოლით "ოლდ ტრაფორდი" დადებითმა ემოციებმა მოიცვა.
10/04/1993 v "შეფილდ უენსდეი" 2-1
კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქამბექი, რადგან ტიტულისთვის დიდი ხნის ლოდინი დასრულდა. ჯონ შერიდენის პენატლს სტივ ბრიუსმა ორი თავური გოლით უპასუხა, რომელთაგან მეორე დამატებით დროში გავიდა, ამან კი მწვრთნელისა და მისი ასისტენტის, ბრაიან კიდის გიჟური აღნიშვნა გამოიწვია.
29/01/1997 v "უიმბლდონი" 2-1
ერთ საათზე მეტი გავიდა და კრის პერიმ ანგარიში გახსნა, მაგრამ გიგზმა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე წონასწორობა აღადგინა. ენტი კოულმა კი 82-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.
01/01/2003 v "სანდერლენდი" 2-1
ახალი წლის დღე ხუან სებასტიან ვერონის ავტოგოლითა და მეკარე იურგენ მაჩოს შესანიშნავი თამაშით დაგვამახსოვრდა. დევიდ ბექჰემმა კი მაინც მოახერხა მისი კარის აღება და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პოლ სქოულზის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით გამოწვეულ ემოციას ვერცერთი შეედრება.
05/04/2009 v "ასტონ ვილა" 3-2
ფედერიკო მაკედამ სამუდამო ჩაწერა თავისი სახელი "იუნაიტედის" ისტორიაში, როცა ტიტულისთვის ბრძოლაში საჭირო გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი შესანიშნავი გოლით. ჯონ კარიუსა და გაბრიელ აგბონლაჰორის მიერ გატანილ გოლებს კრიშტიანუ რონალდუმ თავისი დუბლით უპასუხა, თუმცა მაკედას გოლამდე ეს მხოლოდ ფრისთვის კმაროდა.
26/10/2013 v "სტოკ სიტი" 3-2
მიუხედავად იმისა, რომ რობინ ვან პერსიმ პეტერ კრაუჩის ადრეულ გოლს უპასუხა, მარკო არნაუტოვიჩმა მაინც შეძლო თავისი გუნდის დაწინაურება 78-ე წუთზე. უეინ რუნიმ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, ხავიერ ერნანდესმა კი "მეთუნუქეებს" მესამეც გაუტანა და მატჩის ბედი თავისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა.