თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 7
"იუნაიტედმა" "ევერტონის" შეთავაზება არ მიიღო
ხელმძღვანელობას შნეიდერლინის შესაძენად შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონისგან" მორგან შნეიდერლინის თაობაზე მიღებული 19 მლნ. ფუნტის ოდენობის შეთავაზება უარით გაისტუმრა.

ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და ჟოზე მოურინიომ მას განუცხადა, რომ თავის გეგმებში შნეიდერლინის ადგილს ვერ ხედავს.

შედეგად, 27 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვების ნება დართეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი "იუნაიტედი" 24 მლნ. ფუნტს აიღებს მის სანაცვლოდ.

"კანფეტების" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, რომელიც შნეიდერლინთან ერთად "საუთჰემპტონში" მუშაობდა, ფრანგი თავის პრიორიტეტულ სამიზნედ დაისახა.

"გუდისონის" მკვიდრები დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელის შეძენას შეძლებენ და თავად ფეხბურთელსაც მოსწონს "ევერტონში" გადასვლის პერსპექტივა. მაგრამ პრობლემურ საკითხად რჩება თანხა, რომლის მიღებაც "იუნაიტედს" სურს.

წყარო: the sun
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
4 იანვარი 2017 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
აიასე მაუ გენაცვალე,დებილი მწვრთნელების ხელში და არასწორი პოლიტიკის კვალზე ყველა მანჩესტერით მოუნდა ფულის შოვნა ''მივყიდოთ ძვირად,ვიყიდოთ იაფად'' იგივე იქნება დეპაის შემთხვევაშიც გადაიხადეთ და აიყვანეთ თუკი ფიქრობთ რომ თქვენ გააბრჭყინებთ მშვიდობაში მოიხმარეთ! გადაიხადეთ და ისე თუ არადა ეგდოს ორივე რეზერვებს წაეხმარებიან
1
№2
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2017 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gayidian ogond cota sarfianad
0
№3
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გაყიდვის პოლიტიკა შეცვალეს?! wink
0
№4
ავტორი: gela-manutd
4 იანვარი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ამისტვის ჯობია წავიდეს
0
№5
ავტორი: gache1991
4 იანვარი 2017 15:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აბაა რაა!! ჩიჩა ნანი ვანპერსი კაი სტარიკი იყო მარა კაპიკებად გაიყიდნენ არ შEილება ეგრე
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2017 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თუ ძალიან უნდათ გაზრფიან ფასს
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
4 იანვარი 2017 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხოო რა ჩვენთან უნდათ ფულის კეთებაა. თუ უნდათ გადაიხადონ 24მ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top