შესაძლოა, ფრანგთა ბარტერული ცვლა მოხდეს.
"მარსელი" მორგან შნეიდერლინის შესაძენად ინგლისურ კლუბებს შეეცილება.
ფრანგი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, რადგანაც მოურინიო გუნდის "გაწმენდას" აპირებს.
"ევერტონმა" და "ვესტ ბრომმა" უკვე გააკეთეს შეთავაზებები მორგანის შესაძენად, მაგრამ თანხა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც თავის დროზე "იუნაიტედმა" "საუთჰემპტონს" გადაუხადა შნეიდერლინის გადასაბირებლად.
27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არათუ მოქმედებაში, არამედ მატჩის განაცხადშიც იშვიათად ხვდებოდა. მთელი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა, პრემიერ ლიგაში კი მხოლოდ 15 წუთი გაატარა მოედანზე.
"მარსელი" ფრანგული ფეხბურთის მწვერვალზე აპირებს დაბრუნებას და ამისათვის "მონაკოსა" და "პარი სენ-ჟერმენს" ფინანსურ ბრძოლასაც გაუმართავს.
რაც შეეხება "იუნაიტედის" პოზიციას, "წითლები" ამჯობინებენ, რომ შნეიდერლინი "ვესტ ბრომში" გადავიდეს, ან თუ საზღვარგარეთ გახდება წასვლა საჭირო, მაშინ მილანის "ინტერი" აირჩიოს.
"მარსელის" ახალი მფლობელი ფრენკ მაკკურტი ფინანსებს არ დაიშურებს იმისათვის, რომ "მარსელის" მისწრაფებები ცხადყოს და შნეიდერლინის შეძენას ამის ერთ-ერთ დასტურად მოიაზრებს.
ფრანგული მხარე მზად არის "იუნაიტედს" 24 მლნ. ფუნტი, ანუ 2015 წელს მორგანში გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნოს.
წყარო:
the sun