ჟოზე მოურინიომ "ვესტ ჰემთან" გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ მატჩზე მომხდარი გავლენა აღნიშნა.
რეშფორდის საგოლე გადაცემით ხუან მატამ ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში გახსნა, რასაც მოგვიანებით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე გოლი დაუმატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. გამარჯვების შემდეგ პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა...
ყველას ვულოცავ
"ყველას ვულოცავ, ვინც მოედანზე იყო, რადგან ვაცნობიერებ, რომ რთული იყო. იმედი გამიცრუა გარკვეულმა შეცდომებმა, ცუდმა გადაწყვეტილებებმა, მაგრამ გადაღლილობას ეს ახასიათებს და სასწაულები არ ხდება. მათთვის კი უფრო რთული იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდნენ. თერთმეტითაც რთულია და ათით უარესი. ჩვენთვის კარის "მშრალად" შენახვის საკითხი იდგა, რაც დავიდ დე ხეას მნიშვნელოვანი სეივით მოვახერხეთ. ბურთის მოძრაობის, სივრცეების გამოძებნის, თამაშის ტემპის დაჩქარების საკითხიც იყო. ასე რომ, კარგად გავართვით თავი. ფენომენალური მატჩი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ პირობები მართლაც რთული იყო, ყველას ვულოცავ."
რიცხობრივი უპირატესობის გავლენა
"ჩვენი უპირატესობა პირველ ტაიმში ვერ გამოვიყენეთ, რადგან ხანდახან სამი მცველით ვთამაშობდით ნულის წინააღმდეგ. ჯონსი, კერიკი და როხო თითქმის ნულები იყვნენ, ამიტომაც "ვესტ ჰემს" მოედნის 9 ფეხბურთელი ჰყავდა. ზედმეტი ფეხბურთელის თამაში გვჭირდებოდა, ამისათვის კი კერიკი ცენტრალური მცველი გახდა, რათა ერთი მცველი გამეყვანა და მატა მეთამაშებინა, რომ მათთვის დამატებითი პრობლემები შეგვექმნა."
სიმწვავე სათადარიგოზე
"რთული მატჩი იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან გამწვავება შემეძლო. მატა და რეშფორდი მყავდნენ, რომლებმაც ორივე მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, როცა შეცვლაზე შევიდნენ. ასეთ გადატვირთულ გრაფიკში ძალიან მნიშვნელოვანია სათადარიგოზე ისეთი ხალხის ყოლა, რომელთაც გამარჯვების მოტანა შეუძლიათ. გავიფიქრე, მატას და რეშფორდს დღეს სასტარტოში ხომ არ დავაწყებინო-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან უკეთესი იქნებოდა, თუკი მათ მაშინ გამოვიყვანდი, როცა ყველა გადაიღლებოდა და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა."
დაღლილი დაცვის წინააღმდეგ თამაში
"ნორდტვეიტმა "ლესტერის" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, დღეს კი ლინგარდისა და მხითარიანის წინაშე 60 წუთი, რომლის განმავლობაშიც ბევრი სირბილი მოუწია. პირველ ტაიმში ჩემ წინაშე თამაშობდა და ამ ბიჭისგან უდიდესი თავდადება შეიმჩნეოდა. სლავენს მეტი მცველი არ ჰყავდა სათადარიგოზე, მხოლოდ შემტევები. ამიტომაც ვიფიქრე, რომ რეშფორდი გარდატეხას შეიტანდა, ოღონდ არა სიღრმიდან, არამედ ფლანგიდან." დე ხეას მნიშვნელოვანი წვლილი
"გადამწყვეტი სეივი იყო. სიმართლე გითხრათ, პირველ ტაიმში კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ კარგი დარტყმა ჰქონდათ, ანტონიო დავიდის პირისპირ გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ სათადარიგოზე კეროლიც ჰყავდათ და ვიცოდი, რომ დამარცხებისკენ როცა წავიდოდნენ, მას აუცილებლად შემოიყვანდნენ. ამ დროს ვიფიქრე, რომ ძლიერი ცენტრალური მცველის შემოყვანა იყო საჭირო სმოლინგი თამაშში ჩავრთე." მოულოდნელი ბონუსი
"რა ანგარიშით დასრულდა "ლივერპულის" მატჩი? [ინტერვიუერი: "2-2."] არ ვიცოდი. ესე იგი, "ლივერპულთან" 2-ქულით შევამცირეთ სხვაობა. მე "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" თამაშზე ვფიქრობდი, რადგან ერთ-ერთი წააგებს ან ორივე ფრეს ითამაშებს. მაგრამ "ლივერპულიც", ასე რომ, მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან შევამცირეთ სხვაობა და მათ "ოლდ ტრაფორდზე" ვეთამაშებით. თუ 75 000 ვეთამაშებით, გამარჯვებას შევძლებთ."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.