თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 00:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3184,
კომენტარები: 17
მოურინიო: "რთული იყო, მაგრამ საქმე გაკეთებულია"
მწვრთნელის კომენტარი "ვესტ ჰემთან" გამარჯვების შემდეგ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს "ვესტ ჰემთან" გამარჯვება მიულოცა და მთავარი მსაჯის, მაიკ დინის გადაწყვეტილებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩაქუჩები" მე-15 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულის აღება "იუნაიტედს" მაინც გაუჭირდა.

მოურინიო კმაყოფილია გამარჯვებით, მაგრამ სოფიან ფეგულის გაძევებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"საქმე გაკეთებულია და ყველას ვულოცავ, რადგან, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იყო. გარკვეული შეცდომებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს დაღლილობის ბრალია და სასწაულები არ ხდება.

კარის "მშრალად" შენახვა იმის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ დავიდ დე ხეამ ანტონიოს წინააღმდეგ კარგი სეივი განახორციელა. ბურთის გადაადგილება და სივრცეების შექმნა გვჭირდებოდა. მატა და რეშფორდი სათადარიგოთა სკამზე იმის გამო დავტოვე, რომ თამაშის ტემპი გამეზარდა.

არ ვაპირებ წითელ ბარათზე საუბარს. ეპიზოდიდან ძალიან შორს ვიყავი და არც ტელევიზორში მინახავს გამეორება. სეზონის პირველ ნაწილში ბევრი გაკვეთილი ვისწავლე - ზლატანის გაუქმებული გოლი, სუფთა პენალტი "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. გულშემატკივრებისა და სახლში მყოფი ადამიანებისთვის ადვილია განსჯა, მაგრამ ჩვენთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, არა",
- განაცხადა მოურინიო Sky Sports-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2017 00:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს მხოლოდ სქაისთვის მიცემული ინტერვიუა, ოფიციალური საიტისას ცალკე შემოგთავაზებთ, თუკი იქნება, რა თქმა უნდა.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2017 00:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მსაჯმა აშკარად მიქარა თუმცა არც ჩვენზე აკლებს ხოლმე. უფრო მარტივად უნდა მოგვეგო იდეაში მარა რთული პერიოდია, ძაან გადაიღალნენ
0
№3
ავტორი: men1me
3 იანვარი 2017 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ციტატა: RojoDiablo
ეს მხოლოდ სქაისთვის მიცემული ინტერვიუა, ოფიციალური საიტისას ცალკე შემოგთავაზებთ, თუკი იქნება, რა თქმა უნდა.

Rojodiablo madloba megobaro rasac aketeb am axali wlis dgeebshi.
1
№4
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2017 00:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: men1me
ციტატა: RojoDiablo
ეს მხოლოდ სქაისთვის მიცემული ინტერვიუა, ოფიციალური საიტისას ცალკე შემოგთავაზებთ, თუკი იქნება, რა თქმა უნდა.

Rojodiablo madloba megobaro rasac aketeb am axali wlis dgeebshi.

არაფერს. სამადლობელო არაფერია. ჩვენი საქმეც ეგაა, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ.

ახალი წელს მაინც ჩვეულებრივ დღესავით ვატარებ, ასე რომ, მაინცდამაინც დიდი საოცრება არ გამოდის :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ikeoni
3 იანვარი 2017 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Mtavaria gavimartjvet da jozes ai magrad axatia exla sofian feguli raa)))
1
№6
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2017 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მგონია რომ ამ თამაშს მაინც მოვიგებდით, უბრალოდ წითელმა ბარათმა გაართულა გოლის გატანა რადგან 10 კაცით იდგნენ საჯარიმოში
0
№7
ავტორი: Lalana
3 იანვარი 2017 00:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: men1me
ციტატა: RojoDiablo
ეს მხოლოდ სქაისთვის მიცემული ინტერვიუა, ოფიციალური საიტისას ცალკე შემოგთავაზებთ, თუკი იქნება, რა თქმა უნდა.

Rojodiablo madloba megobaro rasac aketeb am axali wlis dgeebshi.

არაფერს. სამადლობელო არაფერია. ჩვენი საქმეც ეგაა, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ.

ახალი წელს მაინც ჩვეულებრივ დღესავით ვატარებ, ასე რომ, მაინცდამაინც დიდი საოცრება არ გამოდის :D

არა მეგობაროო,შენ ახალ წელს იქნება თუ სხვა დღეს ყოველთვის აქტიურობ და ძალიან მიყვარს შენი სტატიების კითხვა.საკმაოდ ბევრ საიტზე შევდივარ ზოგადად და საკმაოდ უაზრო სტატიები,აზრს მოკლებული და ძალით შეთითხნილ სტატიებსაც ვაწყდები ხოლმე,აქ კი საკუთარი წყაროთი იდება სტატიები და ესეც კი ბევრს ნიშნავს,ამიტომ მადლობა ყვრლაფრისთვის რასაც შენ ჩვენთვის აკეთებ.
1
№8
ავტორი: man21utd
3 იანვარი 2017 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ნელა ნელა მაგრად იხოდება გუნდი ხანდახან თამაშები უკვე კლასის ხარჯზეც უნდა მოვიგოთ მაგრამ მარსიალი რომ ათამაშოს კაი იქნება მხითო არ ჩანდა დღეს მეორე ტაიმში გაყვანამდე და პირველს ვერ მივუსწარმ მთლად
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2017 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როგორვ მოსალოდნელი იყო გაგვიჩირდა
0
№10
ავტორი: zlatan_10
3 იანვარი 2017 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ზლატანნნნნნნნნნ მეფე ხარრრრრ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top