დავიდ დე ხეას სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2017 წელსაც განაგრძოს გამარჯვებების მოპოვება, რომელიც უკვე ზედიზედ 6 მატჩს მოიცავს.
"წითლების" უკანასკნელი გამარჯვება "ქამბექით" იქნა მოპოვებული "ოლდ ტრაფორდზე", სადაც "მიდლსბრო" დაამარცხეს. "საკუთარი თავის გვჯეროდა. ყველა შემტევი ფეხბურთელი მოედანზე გავიყვანეთ, ვინგერებიც, თავდამსხმელებიც და ორი გოლი გავიტანეთ, რამაც სამი ქულა მოგვიპოვა.
ეს ის "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელსაც ყველა იცნობს - როცა 1-0 მარცხები და მატჩის დასრულებამდე 10 წუთია დარჩენილი, მაგრამ 2 გოლს იტან და იმარჯვებ", - განაცხადა დე ხეამ.
თავისთავად ცხადია, რომ გუნდის თავდაჯერებულობამ "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ იმატა.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი თამაშის მოგება შეგვიძლია, სწორედ ეს გვინდა. ასევე უნდა გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია - მცდელობა და საუკეთესო ფეხბურთის თამაში".
26 წლის კიპერმა გულშემატკივართა გამორჩეულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. "ყოველთვის, როცა ვმარცხდებით და ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი, გულშემატკივარი დიდებულია. სწორედ მათი დახმარებით დავამარცხეთ "მიდლსბრო".
ესპანელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ენტონი მარსიალის მისამართითაც.
"მარსიალმა დიდებულად ითამაშა, კარგი ფეხბურთელია და მისი ძალიან გვჯერა. და მხითარიანმაც კარგად იმოქმედა მარცხენა ფლანგზე. გუნდმა შესანიშნავი ქამბექი განახორციელა".