ჟოზე მოურინიომ "მიდლსბროსთან" მარუან ფელაინის თამაში მოიწოდა და ფიქრობს, რომ გულშემატკივრები უკვე აცნობიერებენ ბელგიელის შესაძლებლობებს.
6 ნოემბრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვედრის შედეგად მარუანმა აიტორ კარანკას გუნდის წინააღმდეგ ახალი წლის წინა ღამეს "წითლებს" გამარჯვებაში დახმარება გაუწია.
მაიკლ კერიკი ავად იყო, რის გამოც მოურინიოს ფელაინის გამოყენება მოუხდა და მისი თამაშით მატჩის შემდეგ კმაყოფილი დარჩა.
"ფელაინით ბედნიერი ვარ. მისი თამაში მაკმაყოფილებს. გულშემატკივრებისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს, მათ კი გააცნობიერეს, რამდენად სასარგებლოა, რამდენად უდგას გუნდს გვერდში", - განაცხადა პორტუგალიელმა.