"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ პრემიერ ლიგაში თავისი შესაძლებლობების დამტკიცებით კრიტიკოსებს თავიანთი კვერცხების ჭამა აიძულა.
"პარი სენ-ჟერმენის" დატოვების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ 35 წლის შვედი ინგლისში უმაღლეს დონეზე თამაშს ვერ შეძლებდა. თუმცა ზლატანმა "იუნაიტედის" მაისურით სეზონის ნახევარში 17 გოლის გატანა მოახერხა, რომელთაგან 12 პრემიერ ლიგაზე მოდის.
"კრიტიკოსები ენერგიას მაძლევენ, დამიჯერეთ. პრემიერ ლიგაში მოვედი და ყველას ეგონა, რომ ვერაფერს შევძლებდი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც მათი კვერცხები ვაჭამე.
ბევრ ენერგიას ვიღებ, რადგან ისინი ს*** ამბობენ, მე კი მხოლოდ ვთამაშობ - ასე ვიღებ სიამოვნებას.
ფანტასტიკური წელი მქონდა. პსჟ-ში საოცარი იყო, "იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ კი პირველი ექვსი თვე საოცარზე უფრო მეტი იყო.
სუპერ ბედნიერი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, რამდენი წელი დამრჩა, მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. "იუნაიტედი" ყოველ წელს მეძახდა და არც ისე საუკეთესო ვითარებაში იყვნენ, მე კი მინდოდა მაშინ მოვსულიყავი, როცა ყველას ეგონებოდა, რომ აღარაფერი შემიძლია", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.